მთავარისიახლეებინატალი ლუაზო-თბილისში სუნთქვა შეუძლებელია ნებისმიერისთვის, ვინც უარს ამბობს, მმართველ პარტიას დაემორჩილოს

ნატალი ლუაზო-თბილისში სუნთქვა შეუძლებელია ნებისმიერისთვის, ვინც უარს ამბობს, მმართველ პარტიას დაემორჩილოს

Published on

თბილისში სუნთქვა შეუძლებელია ნებისმიერისთვის, ვინც უარს ამბობს, მმართველ პარტიას დაემორჩილოს – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა.
მან ევროკავშირს “ოცნების” მაღალჩნოსნების მიმართ სანქციების გამოყენებისა და მოქმედებისკენ მოუწოდა.
თბილისში სუნთქვა შეუძლებელია ნებისმიერისთვის, ვინც უარს ამბობს, მმართველ პარტიას დაემორჩილოს. ოპოზიციის წევრებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკადემიკოსებს, სტუდენტებს რეპრესია შეიძლება ნებისმიერ დროს დაატყდეთ თავს.
ჩვენს პარლამენტში ევროკავშირისგან მკაცრი ზომებისკენ მოვუწოდებთ, მაგრამ რას ვხედავთ ევროკავშირის საბჭოში? არანაირი ნება მნიშვნელოვანი სანქციების გამოყენების ან ხელისუფლების იზოლაციის. ხოლო კომისია? როგორც ჩანს, მათ ხაზი გადაუსვეს საქართველოს, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი უნდა ყოფილიყო. ვლადიმერ პუტინი გვიყურებს და ჩვენ საშინელ მესიჯს ვგზავნით: ნაცვლად იმისა, რომ დავუპირისპირდეთ ამ პროცესებს, ჩანს, თითქოს რუსეთმა სწორი ძალისხმევა გაიღო”, – განაცხადა ლუაზომ

სიახლეები

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული "სპუტნიკი" ავრცელებს და წერს, რომ...

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...