მთავარისიახლეებისამართალიმალხაზ კობაურის ადვოკატი მოითხოვს დადგინდეს, ვის ეკუთვნის შავი ავტომობილი და ...

მალხაზ კობაურის ადვოკატი მოითხოვს დადგინდეს, ვის ეკუთვნის შავი ავტომობილი და ვინ იყო ის ორი უცნობი ადამიანი ხადას ხეობაში, ვინც დანაშაული ჩაიდინა,

Published on

 
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს გუშინ აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
 
ადვოკატი დავით გირგვლიანი არ ეთანხმება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და სასამართლოს მიერ მიღებულ ვერსიას და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ეს დანაშაული არ ჩაუდენია.
 
,,მალხაზ კობაური  მისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებას არ აღარებს, იგი მომიყვა, თუ რა მოხდა  რეალურად ხადას ხეობაშიდა რას შეესწრო. მისი საუბარი იყო ლოგიკური და სწორი, ასევე ერთმანეთთან კავშირში მყოფი.   იკვეთება , რომ საქმეში ფიგურირებს ორი უცხო ეროვნების მამაკაცი.  ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, გამოძიებამ დაადგინოს, ვის ეკუთვნის შავი ავტომობილი, ასევე, ვინ იყო ის ორი უცნობი ადამიანი ხადას ხეობაში, ვინც დანაშაული ჩაიდინა, – განაცხადა მან „ინტერპრესნიუსთან'' ინტერვიუში .  
 
 
მის მიერ გაკეთებულ განცხადებას „უცხოელებთან“ დაკავშირებით არაერთი ინტერპრეტაცია მოჰყვა, თითქოს უცხოები თქვა და არა უცხოელებიო. ეს ადამიანები სავარაუდოდ უცხოებიც იყვნენ და უცხოელებიც. ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ანუ როგორც ბრალდებულმა განაცხადა, ეს ადამიანები იყვნენ დაახლოებით ორი მეტრის, შავგვრემნები. აქცენტით საუბრობდნენ ქართულად. მალხაზ კობაურმა მითხრა, რომ აქცენტით მიამსგავსა უფრო ჩრდილოკავკასიელებს, აღნიშნა, რომ უფრო ლეკებს ჰგავდნენო. მან ასევე თქვა, რომ ეს ადამიანები ოსებს არ ჰგავდნენო.
 
თავად კობაური ამბობს, რომ თვითონ იყო შემსწრე იმისა, თუ როგორ მოკლა ამ ორმა ადამიანმა სმიტების ოჯახი და შესაბამისად დაემუქრნენ მას, რომ მოკლავდნენ მასაც და მის ოჯახსაც იმ შემთხვევაში, თუ იგი ხმას ამოიღებდა. 
 
ასევე მათი მუქარა ბრალდებულისთვის იყო რეალურად აღქმადი. რაც შეეხება გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას, მან შეცვალა ეს ჩვენება ჯერ კიდევ აღმკვეთი ღონისძიების სხდომაზე და განაცხადა, რომ აღნიშნული ქმედება მას არ ჩაუდენია. და ისიც თქვა, რომ ეს ორმა უცნობმა პიროვნებამ ჩაიდინა. მის მიერ დაფიქსირებულია, რომ ეს ორი ადამიანი შემთხვევის ადგილზე მივიდა შავი ფერის ავტომობილით. ავტომობილის მარკას და მოდელს, ასევე ვერც ნომერს ასახელებს, რადგანაც ის ავტომობილიდან შორს იმყოფებოდა“, – განაცხადა გირგვლიანმა. რაც შეეხება სხვა დეტალებს, გირგვლიანი საქმის ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხადას ხეობაში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მალხაზ კობაური დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.
 
მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 4 სექტემბერს, 14:00 სააათზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...