მთავარისიახლეებისაია-მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-3 საჩივარი გაიგზავნა

საია-მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-3 საჩივარი გაიგზავნა

Published on

საიამ რეჟიმის პატიმრის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-3 საჩივარი გააგზავნა. ორგანიზაციის განცხადებით, ის ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობას ეხება.

“2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელი უკანონოდ და ძალადობრივი მოქმედებებით დააკავეს, რის შემდეგაც მან ფიზიკური დაზიანება მიიღო. პოლიციის დეპარტამენტის ეზოში შეყვანისას ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსი მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებით ემუქრებოდა. იქვე მან ამაღლობელზე ფიზიკური ძალადობაც სცადა, თუმცა საკუთარმა თანამშრომლებმა შეაკავეს.

მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობა პოლიციის შენობაშიც გაგრძელდა. გარდა ამისა, მას რამდენიმე საათის განმავლობაში უფლება არ მიეცა, ადვოკატის მომსახურებით ესარგებლა, ადვოკატების დასწრების გარეშე გაჩხრიკეს და დამცირების მიზნით, ხელბორკილები ზურგს უკან დაადეს, იმის გათვალისწინებით, რომ ამის არანაირი საჭიროება არ არსებობდა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში საია დავობს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებები – კერძოდ:

მე-3 მუხლის მატერიალური ნაწილი: წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, რომელიც გულისხმობს დისკრიმინაციის აკრძალვას;
მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილი, რომელიც გულისხმობს არაეფექტიანი გამოძიების წარმოებას;
მე-8 მუხლი: პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება;
მე-13 მუხლი: სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების მიღება”. – თქვა საია-ს თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა ბრიფინგზე.
საია-ს განცხადებით, მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე დამოუკიდებელ და ობიექტურ გამოძიებას სახელმწიფო ამ დრომდე ვერ უზრუნველყოფს.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე, ადგილობრივ დონეზე იმის არანაირი პერსპექტივა არ არსებობს, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება აღსრულდება”. – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 6 აგვისტოს ჟურნალისტ მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...