მთავარისიახლეებიკონფლიქტებიირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

Published on

ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით არ მჟღავნდება.

ამის შესახებ ასამბლეის წევრები ირანულ მედიასთან საუბარში აცხადებენ.

“ლიდერის დანიშვნის კენჭისყრა უკვე ჩატარდა და ლიდერი არჩეულია” – თქვა ექსპერტთა ასამბლეის წევრმა აჰმად ალამოლჰოდამ, ირანული მედია Mehr-ის ცნობით.

მისი თქმით, ასამბლეის სამდივნო არჩეული პირის სახელს მოგვიანებით გამოაცხადებს.

გადაწყვეტილების მიღების ფაქტს ასამბლეის სხვა წევრებიც ადასტურებენ, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა მიანიშნა, რომ თანამდებობას ირანის მოკლული უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის, შვილი დაიკავებს.

“წარმომადგენლების მიერ არჩეული პირის სახელი ‘დიდ სატანასაც’ [აშშ-საც] ჰყავს ნახსენები” – თქვა ასამბლეის ერთ-ერთმა, წევრმა მოჰსენ ჰეიდარიმ, ირანული ISNA-ს მიხედვით.

ცნობისთვის, 4 მარტს ოპოზიციური ინგლისურენოვანი ირანული მედია, Iran International-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანის უზენაეს ლიდერად სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ სწორედ მოჯთაბა ხამენეი აირჩია. თუმცა, ირანის ახალ უზენაეს ლიდერად მოჯთაბას არჩევა ოფიციალურად დღემდე არ დადასტურებულა.

მოჯთაბას კანდიდატურის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ის მისაღები არ იქნებოდა, ხოლო ისრაელმა აღნიშნა, რომ მოჯთაბა შესაძლოა, მათი შემდეგი სამიზნე გახდეს

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...