მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოში მიღებული ახალი კანონები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს – ეუთო/ოდირი

საქართველოში მიღებული ახალი კანონები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს – ეუთო/ოდირი

Published on

ეუთო/ოდირი ივანიშვილის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული კანონები ადამიანის ძირითად უფლებებს, მათ შორის პოლიტიკურ, სამოქალაქო და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს ზღუდავს.

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს საკანონმდებლო ცვლილებებში ასახულ ბუნდოვან ენასაც, რაც სახელმწიფოს მიერ არაპროპორციული სასჯელების თვითნებურად გამოყენების რისკს აჩენს.

გთავაზობთ სრულ განცხადებას:

“საქართველოში მიმდინარე პროტესტებისა და დემოკრატიული და ადამიანის უფლებების გარემოს გაუარესების ფონზე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 4 მარტს დამტკიცებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეზღუდვებს აწესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და უცხოური დაფინანსების სხვა მიმღებების მიმართ, კრძალავს მათ პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანებას და საჯარო თანამდებობაზე კენჭისყრას, კიდევ უფრო ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისათვის საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას და კრიმინალიზაციას უწევს ისეთ საქმიანობას, რომელიც მთავრობის “დელეგიტიმაციად” ჩაითვლება.

ახალი კანონმდებლობა უარყოფითად იმოქმედებს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებაზე და მნიშვნელოვნად შეზღუდავს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჩართულობას. კანონის ფართო მოქმედების სფერო შესაძლოა შეეხოს არა მხოლოდ დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებს, არამედ ცალკეულ ექსპერტებს, კონსულტანტებს ან მომსახურების მიმწოდებლებსაც.

მკაცრი სისხლისსამართლებრივი სასჯელები, ისევე როგორც ფართოდ და ბუნდოვნად განსაზღვრული ტერმინები, როგორიცაა “მასობრივი დაუმორჩილებლობა” ან “ექსტრემიზმი”, რომლებიც შესაძლოა სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს, არ შეესაბამება სამართლის უზენაესობის სტანდარტებს სამართლებრივი სიცხადისა და წინასწარგანსაზღვრულობის შესახებ და ქმნის თვითნებური გამოყენების რისკს.

უცხოური დაფინანსების კრიმინალიზება მთავრობის წინასწარი ნებართვის გარეშე, სასჯელად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით, არაპროპორციული ზომაა, რომელიც დააზიანებს იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც მთავრობის მიმართ კრიტიკულები არიან.

მანამდე, ODIHR-მა განაცხადა, რომ კანონმდებლობამ, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობას არეგულირებს, შესაძლოა მნიშვნელოვნად შეზღუდოს მათი მოქმედება. 2025 წლის მარტში ოფისმა ასევე გამოხატა შეშფოთება დემონსტრაციების და შეკრების სხვა ფორმების რეგულირებაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ გათვალისწინებული სანქციები ზედმეტად მკაცრია და შეუთავსებელია საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან.

ეუთოს ყველა სახელმწიფომ აღიარა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა ძლიერი და წარმატებული დემოკრატიისთვის. ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ პატივს სცემენ პოლიტიკური პარტიების შექმნის უფლებას და უზრუნველყონ “გარანტიები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს ერთმანეთს თანაბარი პირობების საფუძველზე კონკურენცია გაუწიონ”.

ოფისი კვლავ სთავაზობს საქართველოს მხარდაჭერას იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანონები საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს შეესაბამებოდეს და რომ ყველა მოქალაქის უფლებები იყოს დაცული”.

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...