მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაშშ და საფრანგეთი ახლო აღმოსავლეთისკენ ატომურ ავიამზიდებს გზავნიან

აშშ და საფრანგეთი ახლო აღმოსავლეთისკენ ატომურ ავიამზიდებს გზავნიან

Published on

ოფიციალური ინფორმაციით, ფრანგულმა ატომურმა ავიამზიდმა Charles de Gaulle უკვე გაიარა გიბრალტარი და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილისკენ მიემართება, ხოლო აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდი USS George H.W. Bush გაგზავნოს. 

პარალელურად, აშშ-ის განცხადების შემდეგ, რომ მზადაა დაიცვას ტანკერები ორმუზის სრუტეში, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ამერიკელებს ორმუზის სრუტეში “მოუთმენლად ელოდება”. 

მანამდე კი ირგ კორპუსმა გაავრცელა განცხადება, რომ გასულ ღამეს მათ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში ამერიკული სამხედრო ბაზები და ნაგებობები ახალი თაობის რაკეტებითა და დრონებით დაბომბეს.

გავრცელებული ცნობების თანახმად, ირანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ალ-დაფრას ბაზას შეუტია. შეტევის შედეგად განადგურებულია ადრეული შეტყობინების სარადარო სისტემა, MQ-9 ტიპის დრონების ანგარი და U-2 ტიპის თვითმფრინავებთან დაკავშირებული ობიექტები.

გარდა ამისა, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მათ ქუვეითში მდებარე ალ-სალემის ავიაბაზაზეც მიიტანეს იერიში. ფრთოსანმა და ბალისტიკურმა რაკეტებმა გაანადგურეს ბაზის სარადარო სისტემა, საწვავის შემნახველი ავზები და ორი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი.

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...