მთავარისიახლეები2026-2027 სასწავლო წელს I კლასში დარეგისტრირების წესი იცვლება

2026-2027 სასწავლო წელს I კლასში დარეგისტრირების წესი იცვლება

Published on

ივანიშვილის განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, 2026-2027 სასწავლო წელს, ერთჯერადად, ბავშვის I კლასში დარეგისტრირების წესი შეიცვლება.

“ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, ბავშვის I კლასში დარეგისტრირება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მას 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება […] ბოლო პერიოდში, ეს გადაწყვეტილება საზოგადოებაში განხილვის საგნად იქცა. ამ საკითხზე აქტიური დისკუსიები მქონდა. სხვადასხვა რეგიონში პირადად შევხვდი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, მშობლებსაც […] ამასთან ერთად, სისტემატურად ვეცნობოდით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, არაერთ მომართვასა და განცხადებას.

ამ ყველაფრის შემდეგ, საბოლოოდ შევჯერდით და გაცნობებთ, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს I კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. ჩვენთვის საზოგადოების, მოქალაქეების აზრის მოსმენა და გათვალისწინება პრინციპულად მნიშვნელოვანია”. – თქვა მიქანაძემ ბრიფინგზე.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...