მთავარისიახლეებისამართალისმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატები მის გათავისუფლებას ითხოვენ

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატები მის გათავისუფლებას ითხოვენ

Published on

სმიტების ოჯახის სამი წევრის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატები მის გათავისუფლებას ითხოვენ. როგორც ადვოკატმა ალუდა ბუჩუკურმა აღნიშნა, არ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა კობაურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე. ამასთან, ბრალდებულის მეორე ადვოკატმა მურმან ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, რომ ბრალდება ერთ ჩვენებაზეა აგებული, რომელიც ბრალდებულს გაურკვეველ ვითარებაში აქვს მიცემული. 
 
"ბრალდება აგებულია ბრალდებულის ერთ ჩვენებაზე, რომელიც გაუგებარია რა ვითარებაში მისცა. პროკურატურას ამ ჩვენებიდანაც მხოლოდ ის ნაწილები აქვს გამოყენებული, რაც ბრალდებისთვის იყო სასარგებლო. საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს და ვერ ადასტურებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას. ამიტომ, არ უნდა დაკმაყოფილდეს ბრალდების შუამდგომლობა და მალხაზ კობაური უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან", – განაცხადა მურმან ნიკოლეიშვილმა.
 
პროკურატურა სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა შესაბამისი შუამდგომლობის საფუძვლად ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეები დაასახელა.
 
როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდებული მალხაზ კობაური საქმეზე მოწმის სახით დასაკითხ პირთა უმეტესობას იცნობს და არსებობს საფრთხე, რომ მოხდეს მოწმეეებზე ზემოქმედება ან მათი მოსყიდვა. 
 
რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს, როგორც დავით ყაზარაშვილმა განმარტა, ბრალდებული წარმოშობით ახალგორიდანაა, იქ გააჩნია საცხოვრებელი და სისტემატურად ჩადის იქ. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში შესაძლოა, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიმალოს. 
 
რაც შეეხება დანაშაულის სხვა პირების მიერ ჩადენის შესახებ დაკავებულის განცხადებას, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ეს ბრალდებულის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობაა, რის გამოც მან არაერთხელ სცადა გამოძიებისთვის ხელის შეშლა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის გავრცელება.
 
ამ წუთებში ვრცელდება იფორმაცია, რომ  მალხაზ კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 
 
 
 

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...