მთავარისიახლეებიოცნების მთავრობა ირანს აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილს უსამძიმრებს

ოცნების მთავრობა ირანს აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილს უსამძიმრებს

Published on

ივანიშვილის მთავრობა ირანს აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილს უსამძიმრებს, – ამის შესახებ უწყებამ განცხადება გაავრცელა.

„სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს და ისრაელს საომარი მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო. საქართველოს მთავრობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს.

გამოვთქვამთ იმედს, რომ ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში აღდგება მშვიდობა, რისთვისაც საომარი მოქმედებები დიპლომატიამ და პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა ჩაანაცვლოს. საქართველოს მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას რეგიონში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად“, – ნათქვამია ივანიშვილის მთავრობის განცხადებაში.

სიახლეები

“ევროპამ ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის საკუთარი სისტემა უნდა შექმნას” – ზელენსკი

"ევროპამ ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის საკუთარი სისტემა უნდა შექმნას" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი....

ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსული პარტია იმარჯვებს

ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, პრორუსი რუმენ რადევის პარტია იმარჯვებს | წერს Deutsche...

დაკავებულია ISIS-ში გაწევრიანებული საქართველოს ერთი და უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე – სუსი

ბათუმში უცხო ქვეყნის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქე ტერორისტული ორგანზიაცია "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაწევრიანების...

ომბუდსმენი: 2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა

2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა და 2025 წელს ჯამურად...