მთავარისიახლეებიირანმა კვიპროსზე ბრიტანულ ავიაბაზასა და თურქეთში აშშ-ის ბაზაზე იერიშები მიიტანა

ირანმა კვიპროსზე ბრიტანულ ავიაბაზასა და თურქეთში აშშ-ის ბაზაზე იერიშები მიიტანა

Published on

კვიპროსზე ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაბაზაზე თავდასხმა განხორციელდა. ბაზას ირანული დრონი დაესხა თავს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა აშშ-ს მისცა ნებართვა, აღნიშნული ბაზიდან ირანის სარაკეტო ობიექტებზე „თავდაცვითი“ დარტყმები განეხორციელებინა.

გამოცემის ცნობით, დაახლოებით შუაღამისას ლიმასოლში მდებარე ავიაბაზაზე აფეთქების ხმა გაისმა. სამხედროებს დაევალათ დაუყოვნებლივ დაბრუნებულიყვნენ საცხოვრებელ შენობებში, თავშესაფრებში შეულიყვნენ და მითითებებს დალოდებოდნენ. Cyprus Mail-ის ინფორმაციით, ბრიტანულ ავიაბაზას ირანული უპილოტო აპარატი დაესხა თავს. დაუდასტურებელი ცნობებით, ეს შესაძლოა Shahed 136 ტიპის დრონი ყოფილიყო.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ კვიპროსზე მდებარე ავიაბაზა დრონის იერიშის ქვეშ მოექცა, რის გამოც ობიექტზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.

ბი-ბი-სის ინფორმაციით, სავარაუდო თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

კვიპროსის გარდა, თურქული მედიის ცნობით, ირანმა თურქეთში მდებარე ამერიკულ ბაზა „ინჯირლიკზეც“ მიიტანა იერიში, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.

სიახლეები

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...