მთავარისიახლეებისამართალი„ისინი მე არ დამიხოცავს. ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს. დამემუქრნენ,...

„ისინი მე არ დამიხოცავს. ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს. დამემუქრნენ, რომ ოჯახს ამომიწყვეტდნენ“ – განაცხადა სასამართლო პროცესზე მკვლელობაში ეჭვმიტანილმა

Published on

 ამ წუთებში  მცხეთის საქალაქო  სასამართლო ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული  მალხაზ კობაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
 
 ბრალდებულმა სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა , რომ  სმიტების ოჯახის წევრები მას არ მოუკლავს.
,,ისინი მე არ დამიხოცავს. ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს. მე დამემუქრნენ, რომ ოჯახს ამომიწყვეტდნენ“, – განაცხადა კობაურმა.
 
,,სიმართლე თქვი შვილო, გემუდარები. მხოლოდ ამას გთხოვ'' – ასე მიმართა  ბრალდებულს  დედამ, მარიამ მარტიაშვილმა სასამართლო დარბაზში. ოჯახის ვერსიით, კობაურს გარკვეულმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა აყურებინა, თუ როგორ კლავდნენ ოჯახს და შემდეგ ეს დანაშაული მას დააბრალა. 
 
"ჩემი დის შვილი მკვლელი არ არის. ამის უკან დგას ჯგუფი, რომელმაც აყურებინა ჩემ დისშვილს ეს მკვლელობა და დააბრალა ამას. არ ვიცი ვის ინტერესებში შედიოდა მისთვის ამ დანაშაულის დაბრალება. ძალიან უკონფლიქტო ბავშვია. ჭკვიანია და ასევე ძალიან მშიშარა", 
"შესაძლოა, მასზე განხორციელდა ზეწოლაც, მათ შორის მკვლელის მხრიდანაც. ეს პატარა ბიჭი ვერ ჩაიდენდა ასეთ მკვლელობას, მითუმეტეს ბავშვის მკვლელობას. თუ მან მოკლა, დამარხა, კვალი დაფარა და ამის მერე სამართალდამცველებთან ითანამშრომლა? ეს ხომ ცოტა აბსურდია", – აღნიშნა შორენა მარტიაშვილმა.
 
სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატმა სასამართლო პროცესის დახურვა მოითხოვა.   საფუძვლად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი დაასახელა და განმარტა, რომ ბრალდებული 21 წელს მიუღწეველია. ამასთან, ადვოკატმა სხდომის დახურვის მოტივად საქმის რეზონანსულობა და სენსიტიურობაც დაასახელა. 
 
ბრალდების მხარე არ დაეთანხმა აღნიშნულ შუამდგომლობას და აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომის დახურვის საფუძველი არ არსებობს. საბოლოოდ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროცესი ღია რეჟიმში გრძელდება.
 
მალხაზ კობაურს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. მას  დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას ედავებიან. თუ დაკავებულს ეს ბრალი დაუდასტურდა , მას  უვადო თავისუფლების აღკვეთა ელის.
 
 
 

სიახლეები

ქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს-პაპუაშვილი

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პირველი რეაგირება, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, თქვენ, როგორც მედიას, მიწეროთ...

საია-INCLO-ს წევრებმა სტრასბურგში რუსულ კანონზე მე-3 მხარის პოზიცია წარადგინეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში International Network of Civil Liberties...

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი, ვარლამ (ვაკო) ავალიანი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება. ირაკლი კობახიძემ პოსტზე...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო...