მთავარისიახლეებიქობულეთში, ავარიის შედეგად გარდაცვლილები ჯარისკაცები არიან

ქობულეთში, ავარიის შედეგად გარდაცვლილები ჯარისკაცები არიან

Published on

ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილები არიან: მძღოლი კაპრალ სპეციალისტი ლევან აშორტია და კაპრალი ლავრენტი მაკარაძე.

“თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”- დაწერა უწყებამ.

ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა – ერთმანეთს სატვირთო მანქანა და ავტობუსი შეეჯახა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 ე მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

სიახლეები

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...