მთავარისიახლეებისაზოგადოება"ოცნება" ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება

“ოცნება” ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება

Published on

“ვადამდელი არჩევნები არ იქნება” – ასე პასუხობენ “ოცნებაში” კითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან მორიგ ცვლილებებს უკავშირდება. “ოცნების” დეპუტატის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები საერთაშორისო რეკომენდაციებს შეესაბამება და არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე იწყება.

ივანიშვილის გუნდის წევრმა ასევე გააკრიტიკა საერთაშორისო სადამკვირვებლო პრაქტიკასთან დაკავშირებული მიდგომები და აღნიშნა, რომ უცხოური ორგანიზაციები დამკვირვებლების შერჩევისას საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ეყრდნობოდნენ.

დეპუტატმა არასამთავრობო სექტორის ნაწილიც გააკრიტიკა და მათი ობიექტურობა ეჭვქვეშ დააყენა.

ვადამდელი არჩევნები საქართველოში არ იგეგმება. ეს მილიონჯერ გითხრეს და ჩემზე უფრო მაღალი თანამდებობის პირებმა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებებმა. მეორეც, თვითონ მათი რეკომენდაციაა, რომ თუ რამე გაქვთ ცვლილებები შესატანი, ზედ არჩევნების წინ ნუ გააკეთებთ, ცოტა ხნით ადრე დაიწყეთო და სამი წლით ადრე დავიწყეთ. საერთაშორისო დასამკვირვებლო ორგანიზაციები დამკვირვებლებს თუ დაიქირავებენ, უნდა დაიქირავონ ისე უცხოეთის ქვეყნებიდან, ჩვენი მოქალაქეები – არა, იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეებიდან ვის ქირაობენ, ამის მონაცემები ყველას გაგვაჩნია და არიან იმ მდიდარი ენჯეოების წარმომადგენლები, რომელთა ობიექტურობაზე ლაპარაკი უკვე ღიმილის მომგვრელიც აღარ არის, სახარხაროა. “კარგად ვიცი შენი ზნეო”, ხომ იცით, ცნობილ ზღაპარში რომ არის, კარგად ვიცით მათი ზნე. ხუხულაში გადარეგისტრირებულ საქართველოს მომავლისთვის მებრძოლების კასტა ვერ იქნება ობიექტური დამკვირვებელი, – აბობს თენგიზ შარმანაშვილი.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...