მთავარისიახლეებისაზოგადოება„TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის -...

„TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის – ეკონომისტი

Published on

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის.

მისი თქმით, მოსალოდნელია პრობლემები ფინანსურ ოპერაციებში, სარეკლამო შემოსავლებსა და საბანკო ვალდებულებებში, რაც შესაძლოა საოპერაციო საქმიანობასაც შეეხოს.

შეიქნება, წესით, მნიშვნელოვანი სირთულეები ფინანსური ოპერირების, ფინანსური საქმიანობის, ეს დასული იქნება ხელფასების გაცემამდეც. როგორც მინიმუმ, საერთაშორისო ჰოლდინგები, საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები პირველ ეტაპზე უარს იტყვიან ამ დასანქცირებულ კომპანიაში რეკლამის განთავსებაზე, თავს შეიკავებენ და იგივე ეხებათ, პირობიათად, ფინანსურ ინსტიტუტებს, რადგან რისკებთან არის დაკავშირებული. ახლა ამ კომპანიებს აქვთ საბანკო სესხები, ორივეს, სავარაუდოდ, “იმედს”, როგორც მინიმუმ და არ გამოვრიცხავ, რომ ახლა ბანკებმა მათ მოსთხოვონ ამ სესხების მყისიერად დაფარვა, როგორც ხდება ეს ანუ ამ შემთხვევაშიც, მესაკუთრეებმა უნდა დაფარონ ეს სესხები მყისიერად.

მე ვიტყოდი ასე, მე არ ვისურვებდი ამ კომპანიის ფინანსურ დირექტორობას. კომპანიას, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემები შეექმნება, მაგრამ ამ ეტაპზე, შეიძლება, საერთოდ, საოპერაციო საქმიანობის გაგრძელებისთვის აუცილებელი პირობეი მოერღვეს. წესით, უნდა შეეხოთ ყველას, რადგან საქართველო ითალისწინებს დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციებს, მაგრამ არ გამოვრიცხოთ, ეს გამოჩნდება რამდენიმე საათშიც, წესით, თავის დროზე რომ იყო, ეს ცნობილი ოთარ ფარცხაძის ქეისი, რაღაც მსგავსსაც ჰქონდეს ადგილი. თუ გვახსოვს, ეს ზუსტად იყო მცდელობა, რომ “ქართულ ოცნებას” შეეზღუდა კომერციული საბანკო სექტორი აღესრულებინა საერთაშორისო სანქციები. მაშინ როგორღაც საქართველოს ეკონომიკამ და ფინანსურმა სისტემამ გადააგორა ეს კრიზისი, ვნახოთ, ახლა რა რეაქცია ექნება, პირველ რიგში, “ქართულ ოცნებას”, – ამბობს გიორგი ხიშტოვანი

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...