მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაგრასთან დრონი ჩამოვარდა, მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ

გაგრასთან დრონი ჩამოვარდა, მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ

Published on

რადიო თავისუფლების პროექტი Эхо Кавказа-ს ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება გაგრის რაიონში დრონის ჩამოვარდნისა და ფსოუს გამშვები პუნქტის მუშაობის დროებით შეჩერების შემდეგ.

ე.წ. სამინისტროში განაცხადეს, რომ საჰაერო თავდაცვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის მორიგე ძალები და საშუალებები “აღკვეთდნენ და მომავალშიც აღკვეთენ” უცნობი საფრენი აპარატების მიერ საჰაერო სივრცის ნებისმიერ დარღვევას.

“მოვუწოდებთ მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე,” – ნათქვამია განცხადებაში.

ე.წ. უწყება ასევე მოუწოდებს მოსახლეობას, საფრენი აპარატების ჩამოვარდნის ადგილების ან მათი ფრაგმენტების აღმოჩენის შემთხვევაში, არ მიუახლოვდნენ ობიექტებს, არ შეეხონ მათ და დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამის ე.წ. სამთავრობო ორგანოებს.

Эхо Кавказа წერს, რომ მედიის ინფორმაციით, 23 თებერვალს “გაგრის რაიონში, მამზიშხას მთის პირველ გადასახედ პუნქტთან, აფეთქება მოხდა;” “ტერიტორიის დათვალიერებისას აღმოჩენილია ნამსხვრევები, რომლებიც, წინასწარი ვერსიით, უპილოტო საფრენ აპარატს ეკუთვნის.”

სიახლეები

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...

რუბიო- უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ს გარეშე უკრაინა აღარ იარსებებდა

ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას...