მთავარისიახლეებითვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას - კობახიძე

თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე

Published on

იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა მარო მაყაშვილი. რა თქმა უნდა, ეს იყო საბჭოთა არმია და არსებითად ეს იყო, ბუნებრივია, რუსული. ასე ვთქვათ, წამყვანი ძალა იყო. საბჭოთა ძალა იყო და რუსები იყვნენ ძირითადად წარმოდგენილი, ბუნებრივია, საოკუპაციო ძალაში.

1921 წელს მე მეეჭვება, რომ შესაძლებელი იყო [ოკუპაციის თავიდან არიდება], თუმცა თქვენ თუ სხვა მიმართულებით მიგყავთ, 2008 წელს სააკაშვილს შეეძლო არ დაეწყო… შედარებისთვის არ გამოგადგებათ. საბოლოო ჯამში, გიორგი ანწუხელიძე, ისევე როგორც სხვა გმირები, 2008 წელს შეეწირნენ მიხეილ სააკაშვილის და მისი სისხლიანი რეჟიმის ავანტიურას. ეს თქვა თეა წულუკიანმაც. სააკაშვილმა თვითონ დაიწყო ომი, სააკაშვილის რეჟიმმა, მაგრამ, რა თქმა უნდა, გიორგი ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – ერთი მეორეს არ გამორიცხავს.

თქვა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...