Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა უკრაინასთან მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში უნდა გააკეთოს, მოიცავს მოთხოვნას, რომ მოსკოვმა თავისი ჯარები მეზობელი ქვეყნებიდან გაიყვანოს, მათ შორის საქართველოდან.
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ დოკუმენტი რუსეთისგან ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების აკრძალვასა და “რუსი სამხედროების ბელორუსიდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, საქართველოსა და სომხეთიდან” გაყვანას მოითხოვს.
იოზვიაკის თქმით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა აღნიშნული დოკუმენტი წევრ სახელმწიფოებს უკვე მიწოდა. ჯარების გაყვანის გარდა, დოკუმენტი რუსეთს უკრაინის სასარგებლოდ რეპარაციების გადახდასა და საზოგადოების დემოკრატიზაციისკენ ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შესაძლოა დოკუმენტი ბრიუსელში 23 თებერვალს განიხილონ.