მთავარისიახლეებიზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

Published on

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა, რომ ასეთ იდეას მხარს ვერ დაუჭერს და ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც მსგავს პოზიციაზე დგას.

“ასეთ იდეას რეალურად ვერ დავუჭერ მხარს და ჩემი აზრით, ნებისმიერ ძალზე რთულ გარემოებაში დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობა მზად იქნება, ვინაიდან როგორც თქვენ თქვით, ათასობით, ათეულობით ათასი უკრაინელი დაიღუპა ამ მიმართულებით, უკრაინის ამ ნაწილის დაცვის დროს” – თქვა მან.

ზელენსკის თქმით, დონბასის დაცვის საკითხი “მხოლოდ მორალთან არაა კავშირში, მაგრამ ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია მორალი, ღირებულებები, როგორიცაა თავისუფლებები – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ იყო ასეთ მტკიცე პასუხი ამ ომის პირველი დღიდან.”

“ამ ღირებულებების დაცვისას უნდა გვესმოდეს, რომ დონბასი ჩვენი დამოუკიდებლობის ნაწილია, ჩვენი ღირებულებების ნაწილი. ეს მხოლოდ მიწას და ტერიტორიებს არ ეხება. ეს კავშირშია ხალხთან, წევრობასთან და სტრატეგიასთან – როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა.” – დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...

ქუთაისში ბირთვული მასალის 3 მლნ დოლარად შეძენას ცდილობდნენ – სუს-მა 2 უცხოელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურის განცხადებით, დააკავეს უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე, რომელიც ქუთაისში 3 მილიონ...