მთავარისიახლეებისამართალიქუთაისში ბირთვული მასალის 3 მლნ დოლარად შეძენას ცდილობდნენ – სუს-მა 2 უცხოელი...

ქუთაისში ბირთვული მასალის 3 მლნ დოლარად შეძენას ცდილობდნენ – სუს-მა 2 უცხოელი დააკავა

Published on

სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურის [სუს] განცხადებით, დააკავეს უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე, რომელიც ქუთაისში 3 მილიონ დოლარად გეგმავდნენ ბირთვული მასალა ურანისა და რადიაქტიური ნივთიერება ცეზიუმ-137-ის უკანონო შეძენას და სხვა ქვეყანაში გადატანას.

უწყების განცხადებით, კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის დამუშავების შედეგად ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობისას ქუთაისში უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს. რომლებიც გეგმავდნენ ბირთვული მასალა ურანისა და რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ-137-ის უკანონო შეძენას 3 მილიონ აშშ დოლარად და მის უკანონო ტრანსპორტირებას სხვა ქვეყანაში.

“დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბოლო კვირების განმავლობაში პერმანენტულად ჩამოდიოდნენ საქართველოში და აქტიურად იყვნენ დაკავებული ბირთვული მასალისა და რადიოაქტიური ნივთიერების შეძენა-ტრანსპორტირებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად.

საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ როგორც წესი, ზემოაღნიშნული ნივთიერებები გამოიყენება სხვადასხვა დანაშაულებრივი, მათ შორის, ტერორისტული მიზნებისთვის.

გამოძიება სსკ-ის 19-130-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სუს-ის ცნობითვე, ბოლო დღე-ნახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, 13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 29 პირი.

სიახლეები

უკრაინაში Starlink-ის მუშაობა აღდგა – მედია

უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის მუშაობა აქტიურად განახლდა და ხარისხი კვლავ უმჯობესდება. ამის შესახებ...

ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთის ნავთობქარხნებზე იერიშებს განაახლებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს განაახლებს. ამის შესახებ მან...

აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმო პროცესი შეუჩერდათ

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. სურსათის...

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს

ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! საქართველო ივანიშვილის გარეშე! - 25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას...