მთავარისიახლეებისაზოგადოებათვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ? - პაატა ბურჭულაძე მოსამართლეს

თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ? – პაატა ბურჭულაძე მოსამართლეს

Published on

“თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ?” – ამ სიტყვებით მიმართა მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ სასამართლოს დღევანდელ პროცესზე.

ცნობისთვის პაატა ბურჭულაძეს დღეს დაბადების დღე აქვს.

მისი თქმით, ის პროცესზე ოჯახისა და ახლობლების სანახავად მივიდა. წარმოთქმული სიტყვის შემდეგ კი დარბაზი დატოვა.

პროტესტს ვაცხადებ, გამოდის დამნაშავეები ვზივართ და უდანაშაულოები გარეთ არიან, ეს ასობით ადამიანი რომ გამოვიდა, პარლამენტში ხომ არ სხედან დამნაშავეები? ჩვენ აქ ყველა ამაყად ვსხედვართ.

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე განსაკუთრებული დაბადების დღე მქონდა შარშან, როცა რუსთაველის ოპერის თეატრი არ დამითმო „ოცნებამ” და ოპერის წინ საბარგო მანქანაზე მივიღე მრავალათასიანი მილოცვა და კონცერტი. ეს იყო უბედნიერესი დღე. წელს სასამრთლოში ვიღებ მილოცვებს და ეს დაუვიწყარი იქნება ჩემს კარიერაში.

როგორც წესი, ამ დღეს არის უამრავი მოლოცვა და საჩუქარი, მთელი მსოფლიოდან. დღეს კი ამ ორი პროკურორის გადაწყვეტილებით ჩემს მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან სატელეფონო საუბარიც კი არ შემძლია [მეკრძალება] – აღარაფერს ვამბობ სხვა დანარჩენზე. ჩვენი სარწმუნოება გვასწავლის, რომ ბოროტებას სიკეთით უნდა ვუპასუხოთ და მეც, როგორც ქრისტიანმა, გადავწყვიტე, რომ თქვენ, ბატონო ვაჟა თოდუა და განსაკუთრებით, თქვენ, ქალბატონო თამარ ბეჟუაშვილო – რომელიც ძალიან გამოირჩევით ამ უსამართლო ბრძოლაში, მინდა საჩუქარი გაგიკეთოთ და სიკეთით გიპასუხოთ. მე შემიძლია წერილი მივწერო ევროპარლამენტს, ევროსაბჭოს, ევროკომისიას, რომ შემთხვევით არ გამორჩეთ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები, იმ დასანქცირებულთა სიაში, რომელიც მომდევნო თვეებში გამოქვეყნდება – მერწმუნეთ ამ წერილს ანგარიშს გაუწევენ; მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ არა იმიტომ, რომ თქვენ ამას არ იმსახურებთ, არამედ იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მაგალითები, რომ „ოცნების“ წარმომადგენლებს, გამორჩეულად უარყოფით ადამიანებსაც კი, ჰყავთ შესანიშნავი შვილები და ვფიქრობ მათი მომავალი მშობლების საქციელს არ უნდა გადაჰყვეს, ისინი ჩვენი ქვეყნის შვილები არიან.

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, პოლიტიკოსებს და კორუფციონერებს შორის მე ვარ ერთადერთი სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელი და გამოვირჩევი იმით, რომ ყველაზე საშიში დამნაშავის ბრალი მაქვს წაყენებული. გულწრფელად გეკითხებით, თქვენ თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის და მისი სახელმწიფოებრიობისთვის პაატა ბურჭულაძე რაიმე საფრთხეს წარმოადგენს? ვისაც გჯერათ, სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ.

ახლა კი უნდა დაგემშვიდობოთ, ბევრი ადამიანი მელოდება ციხეში და მის გარეთ, ტელევიზიით, მილოცვისთვის,” – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. [შიფრი: Ipn.ge]

სასახლის ღობის საქმე – თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძის, ლაშა ბერიძის და კიდევ სხვა დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩება

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო გუნდის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმის ფარგლებში...

ოცნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ქართული ოცნების მთავრობა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ეს ქართული ოცნების...

1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. მისი...

ნიკა გვარამია თავისუფალია

„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულება დღეს, 12 თებერვალს დატოვა. მას...