„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო გუნდის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმის ფარგლებში ისაუბრა იმ პროგრამებზე, რომელთა განხორციელების უფლებაც დარჩებათ სახელმწიფო უნივერსიტეტებს. ამ სისტემით უნივერსიტეტები სტუდენტებს 2026-2027 სასწავლო წელს მიიღებენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
ჰუმანიტარული მეცნიერებები (პედაგოგიკის გამოკლებით);
სამართალი;
ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება;
სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინები.
„ამ ეტაპზე, მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში აგრარული მიმართულება დროებით რჩება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაბამისად, მიღება გამოცხადდება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით. თუმცა უახლოეს დღეებში დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც, რამდენიმე თვეში აგრარული მიმართულება გადაინაცვლებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში…
2026-2027 სასწავლო წელს ახლად მიღებული სტუდენტები აგრარულ ფაკულტეტზე სწავლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყებენ“, – თქვა გივი მიქანაძემ.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
მედიცინის სპეციალობები.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პედაგოგიკის პროგრამები;
ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აგრარულ სპეციალობებზე;
ქართულ-აფხაზური ენისა და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობებზე.
სხვა უნივერსიტეტები
სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე;
ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას;
ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე.