მთავარისიახლეებინინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

Published on

საზოგადოებრივი პლატფორმა “საქართველოს ევროპული ორბიტა” დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია “იმედის” წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს.
მისი თქმით, მან სარჩელი სასამართლოში უკვე შეიტანა. ნინო ლომჯარია განმარტავს, რომ საქმე ეხება ტელეკომპანიის და “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ მის წინააღმდეგ აგორებულ ფართომასშტაბიან ცილისმწამებლურ კამპანიას.
“ტელეკომპანია “იმედის” წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შევიტანე. საქმე ეხება ტელეკომპანიის და “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ ჩემ წინააღმდეგ აგორებულ ფართომასშტაბიან ცილისმწამებლურ კამპანიას, თითქოსდა ქართველი ხალხის დასჯას და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას ვითხოვ.
“იმედის” წინააღმდეგ შეტანილი სასჯელი არ ეხება მხოლოდ ჩემზე გავრცელებულ ტყუილს. ეს საქმე ეხება იმასაც, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება სხვებს გადააბრალოს პასუხისმგებლობა საკუთარი პოლიტიკის შედეგებზე.
ეს სარჩელი შევიტანე არა მხოლოდ, როგორც დეზინფორმაციის სამიზნემ, არამედ, როგორც ორი შვილის დედამ და ამ ქვეყნის მოქალაქემ,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...