მთავარისიახლეებისაზოგადოებამაშველებმა ხადას ხეობაში დაკარგული 4 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ხადას ხეობაში დაკარგული 4 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

Published on

მაშველებმა ხადას ხეობაში დაკარგული 4 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ცნობით, ცხედარი დამარხული იყო. 
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სავარაუდო დამნაშავემ ჯერ ბავშვის მამა მოკლა, შემდეგ კი დედა ჩანჩქერიდან გადააგდო.
 
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. 
 
შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მათი ძებნა იმავე დღეს, შეტყობინების შესვლისთანავე, დაიწყეს. ცოლ-ქმარი გარდაცვლილები ნახეს. თავდაპირველი ინფორმაციით, გარდაცვლილებს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდათ, თუმცა kvirispalitra.ge-ს ინფორმაციით, საქმე მკვლელობას ეხება და სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილიც უკვე დააკავეს. 
 

სიახლეები

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...

“ მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით რამეს დამაკლებენ” – ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს: „მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით,...