მთავარისიახლეებისამართალისწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია - შსს

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 პირი: 2006 წელს დაბადებული ხ.ბ. და 2001 წელს დაბადებული გ.თ. დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს მცხეთის მუნიციპალიტეტში სწრაფი ჩასარიცხი აპარატები გაქურდეს, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ ჯამში 12 000 ლარამდე თანხას დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს. მათი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს ქურდავდნენ.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 19-177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად რუსეთის ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა.

უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად, რუსეთის კრასნოდარის მხარეში, სტანიცა პოლტავსკაიაში მდებარე ნავთობბაზაზე ხანძარი...

14-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მტკვარში დაკარგული ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს

14-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მტკვარში დაკარგული ავტომობილის მძღოლის, რაჟდენ ჩინჩალაძის ცხედარი იპოვეს: "მეხანძრე-მაშველებმა 14-დღიანი უწყვეტი...

რუსეთი იძულებული უნდა გახდეს, დაასრულოს ომი – ზელენსკი

"უკრაინული შორ მანძილზე მოქმედების ძალა ამჯერად მოსკოვის რეგიონმა იგრძნო. დარტყმა განხორციელდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე 500...

უცხო ქვეყნის 94 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 94 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...