22 წლის თამაზ მთივლიშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოშია. შემზარავი მკვლელობის ორგანიზატორის გიორგი პაპაშვილის ექსტრადირება პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთიდან მოხდა. მას გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ მკველობას ედავება.
საქმე ეხება ორთაჭალაში მომხდარ მკვლელობას. არსებული ინფორმაციით, 34 წლის გიორგი პაპაშვილმა 23 წლის თაზო მთივლიშვილი საკუთარ დაბადების დღეზე ცემით მოკლა.
ბრალდებული და დანაშაულის ადგილზე მყოფი სხვა პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
მოგვიანებით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს 3 პირი – ვერიკო კაპანაძე, საბა რობაქიძე და ლუკა გვენერაძე, რომლებიც უკვე მსჯავრდებულები არიან.
საქმეში დევს ანგარიშსწორების ამსახველი უწყვეტი კადრები, რომლებიც გამოძიებამ ერთ-ერთი რესტორნიდან ამოიღო.
სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს თავის და კიდურების არეში მძიმე დაზიანებების კვალი ჰქონდა. გამოძიების ვერსიითვე, ერთ-ერთმა დაკავებულმა მკვლელობის შემდეგ ინსცენირებაში მიიღო მონაწილეობა.