სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, პოლიტიკური აქტივობის გამო, შესაძლებელია “ოცნებამ“ ბიზნესმენებსაც დააკისროს.
არჩილ გორდულაძემ ცოტა ხნის წინ საპარალმენტო უმრავლესობას შეთავაზა, თუ მეწარმე იურიდიული პირი პოლიტიკით დაკავდება, ის ადმინისტრაციული წესი მხოლოდ პირველ ჯერზე დაჯარიმდეს, ხოლო მეორე და ყველა შემდგომ ჯერზე – მისი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობა დადგეს.
“ბიზნესი აკეთოს ბიზნესმა, პოლიტიკა კი პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულმა პირმა“, – თქვა “ოცნების“ დეპუტატმა.
თუ ლობიზმში არის თანხა გადახდილი და იგულისხმება უცხოეთში ლობისტურ პოლიტიკური საქმიანობისთვის, ეს პირდაპირ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვეს და რატომ? საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობის უფლება-მოსილება და პრეროგატივა. საქართველოს პრეზიდენტსაც კი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ქალბატონო სალომე ზურაბიშვილისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე უკვე იმსელა და კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ პრეზიდენტი ხარ და ვალდებული ხარ წაიკითხო კონსტიტუცია ერთხელ მაინცო, პრეზიდენტსაც კი, საქართველოს მთავრობის თანხმობა სჭირდება, როდესაც ის საერთაშორისო ასპარეზზე გამოდის. პირები, რომლებიც შრომითი ურთიერთობით არიან დაკავშირებული ისეთ არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირებთან, ან მაუწყებლობის შესახებ კანონით გათვალისწინებულ ისეთ მაუწყებელთან, რომელთანაც კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20 % ზე მეტი არის უცხოური ძალა, მათ არ ექნება შესაძლებლობა, ბოლო ჩარიცხვიდან, 8 წლის განმავლობაში, რომელიმე პარტიის წევრი გახდეს. როგორც პარლამენტის თავმდჯომარემ გამოიყენა გარკვეული ტერმინი – ე.წ. გაგრილების პერიოდი გავიდეს.
რამდენად სამსჯელო შეიძლება იყოს არ ვიცი, რამდენად რელევანტურია, დიდი მოცულობის ბიზნესისთვის, რომლისთვისაც, 20-40 ათასი არ იყოს ნაკლებად მბოჭავი იმისთვის, რომ სამართალდარღვევაზე ხელი აიღოს, ხომ არ ვიფიქროთ იმაზე, რომ ბიზნეს სუბიექტის მიერ, ან იურიდიული პირის მიერ პოლიტიკური აქტივობა პირველ ჯერზე იწვევდეს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და მეორე და შემდეგ ჯერზე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ბიზნესი აკეთოს ბიზნესმა, პოლიტიკა კი პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულმა პირმა,- განაცხადა გორდულაძემ.
გრანტების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს “ოცნებამ“ პირველივე მოსმენით დაუჭირა მხარი, რომელსაც ხვალ საგაზაფხულო სესიის გახსნისათანავე მხარს დაუჭერენ.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, კოდექსს ემატება ახალი მუხლი – “მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობის“ შესახებ. აღნიშნული მუხლის თანახმად, მეწარმე იურიდიული პირის მიერ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას − 20 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმის ოდენობა 40 000 ლარი იქნება.