მთავარისიახლეებიპოლიტიკარაც R2-მა დებატების ნაცვლად შემოგვთავაზა, ფარსია - "გახარია საქართველოსთვის"

რაც R2-მა დებატების ნაცვლად შემოგვთავაზა, ფარსია – “გახარია საქართველოსთვის”

Published on

პარტია გახარია საქართველოსთვის დებატებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ რუსთავი 2-ის მიერ შეთავაზებული ფორმატი “დებატების ნაცვლად ფარსი და პროპაგანდის გაგრძელებაა”. 

პარტია წერს, რომ უარის თქმის მიზეზი, დებატებში სატელიტი პარტიების მონაწილეობაცაა და მზაობას გამოთქვამენ მათ გარეშე ქართულ ოცნებასთან დებატებისთვის.

“დებატებზე ჩვენი პოზიცია ცალსახაა – დებატები დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ საჯარო და ღია დისკუსიისთვის. ამიტომ ვართ დღეს პარლამენტში.

დებატებზე უარი სამწუხაროდ ოცნებამთავადვე თქვა, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, განსხვავებული აზრისთვის დახურა საკუთარი ტელევიზიები და აქცია პროპაგანდისტულ ტელეარხებად.

რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ამ არხებზე დებატების გახსნას. თუმცა შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ დებატების მნიშვნელობას ფორმატი და შინაარსი განაპირობებს. ის, რაც რუსთავი 2-მა 2 თებერვლის დებატების სახით შემოგვთავაზა, სადაც ოცნებას საკუთარი სატელიტი პარტიების დასწრება სჭირდება – დებატების ნაცვლად ფარსი და პროპაგანდის გაგრძელებაა.

თუ ოცნება საკუთარ ტელეარხზეც ვერ გაბედავს სატელიტი პარტიების გარეშე დებატებზე დაჯდომას, ეს კიდევ ერთი შეცდომა იქნება.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ – ჩვენ მზად ვართ ერთი-ერთზე ან ნებისმიერ სხვა შესაბამის ფორმატში პირდაპირ ეთერში დავუჯდეთ დებატებზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს საქართველოს მოქალაქებისთვის ნებისმიერ აქტუალურ საკითხზე სასაუბროდ, ნებისმიერ ტელევიაზიაში”. – ნათქვამია საქართველოსთვის განცხადებაში.

2 თებერვალს სამთავრობო პროპაგანდისტულმა რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “2 დღიანი მოლაპარაკების შემდეგ, გახარიას პარტია სატელევიზიო დებატებზე უარს აცხადებს. მათთვის გაუგებარია, რას ნიშნავს კლასიკური მრავალსუბიექტიანი პოლიტიკური დებატები”.

მათივე ცნობით, 2 თებერვალს გასამართ დებატებში მონაწილეობას მიიღებენ: შალვა პაპუაშვილი, იაგო ხვიჩია, სოზარ სუბარი, კოტე ჟღენტი, ნინო ჩხობაძე.

ცნობისთვის, 22 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ირაკლი კობახიძემ წერდა, რომ “იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს”, უნდა მისცენ საშუალება, “საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს”.

სიახლეები

უკრაინელებმა კიევის თავზე ყველა რუსული საჰაერო საფრთხე გაანეიტრალეს

პირველად რუსეთუკრაინის ომის განმავლობაში, უკრაინამ ყველა რუსული საჰაერო საფრთხე გაანეიტრალა. და ეს მაშინ, როცა...

ირანში სამხედრო მოქმედებებს ისრაელი მინიმუმ, სამი კვირით გააგრძელებს

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) პრესსპიკერის თქმით, ისრაელი ირანში სამხედრო მოქმედებების გაგრძელებას, სულ მცირე, სამი კვირით გეგმავს. "წინ ათასობით...

16 მარტის ამინდი საქართველოში, ქალაქების მიხედვით

16 მარტს, საქართველოს უმეტეს რეგიონებში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები ზოგან თოვლს, მაღალ მთაში კი...

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელებენ. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელის...