ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს – ამის შესახებ ჟურნალისტებს დიღმის იზოლატორიდან გამოსულმა ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა განუცხადა.
ილია ღუდუშაურს ბრალი 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
რაც შეეხება ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნის პოზიციას, როგორც უფლებადამცველი აცახდებს, ილია ღუდუშაური ამ დრომდე პოზიცია არ დაუფიქსირებია.
ბრალი წარუდგინეს 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. მუხლი ითვალისიწნებს ჯარიმას ან 5 წლამდე პატიმრობას. პოზიციის დაფიქსირებისგან ამ ეტაპზე თავი შევიკავეთ, იმიტომ, რომ საქმის მასალები ახლა უნდა გადმოგვცენ. მეტი სიხალე არაფერი მაქვს”, – აცხადებს ადვოკატი.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ილია ღუდუშაური გუშინ წინ დააკავეს. საქმე ეხება 2022 -23 წლების პერიოდში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვას.
საქმის მასალების მიხედვით, 2022 წლის 27 სექტემბერს სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი – 8 525 876 ლარი შესთავაზა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიუხედავად ხელსაყრელი პირობებისა, ტენდერი შეწყდა ილია ღუდუშაურის დავალებით. 2023 წლის 10 მაისს კი ღუდუშაურის მითითებით ტენდერის პირობები ერთ კონკრეტულ კომპანიას მოარგეს.