მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის

ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის

Published on

ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე „TV პირველს“ ტოვებს და პოლიტიკაში მიდის. დღეების წინ პროსახელისუფლებო არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჟურნალისტმა თავისი ყოფილი სამსახურის პირდაპირ ეთერში დაადასტურა.

„რაღაც ახალი ეტაპია საჭირო, ბრძოლის ახალ ეტაპს ვგულისხმობ. ბრძოლის იმ ეტაპისთვის უფრო დავინახე ჩემი თავი… იმ ბრძოლას, რომელზეც მე ვლაპარაკობ, უფრო სჭირდება გაცოცხლება, იმედი. უფრო სჭირდება რწმენა. მინდა, რომ გარკვეული წვლილი შევიტანო ამაში და მგონია, რომ ამას შევძლებ… მთელ ჩემს ძალას, ენერგიას, შემართებას, რაც მაქვს ჩავდებ ბოლომდე ამაში“, – თქვა ეკა მიშველაძემ.

მისი თქმით, ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ რომელ პარტიას შეუერთდება, თუმცა აღნიშნა, რომ აქვს „გარკვეული შეხვედრები“ და „მოლაპარაკებები“.

ეკა მიშველაძე „TV პირველის“ თანამშრომელი 2020 წელს გახდა. მანამდე ის წლები საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პოლიტიკური ტოქშოუს უძღვებოდა, უფრო ადრე კი ამავე არხზე საინფორმაციო გამოშვებას.

-რადიო “თავისუფლება”-

სიახლეები

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული "სპუტნიკი" ავრცელებს და წერს, რომ...

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...