მთავარისიახლეებისამართალიზაზა სარალიძემ შიმშილობა დაიწყო. მას შს სამინისტროში მაღალი თანამდებობის პირმა უთხრა, რომ...

ზაზა სარალიძემ შიმშილობა დაიწყო. მას შს სამინისტროში მაღალი თანამდებობის პირმა უთხრა, რომ კალანდიას არ დაიჭერენ

Published on

 .ზაზა სარალიძემ ღამე შინაგან საქმეთა  სამინისტროს ეზოში გაათენა.   ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა შიმშილობა დაიწყო და შვილის მკვლელების დაკავებას მოითხოვს. 
 
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ექიმების ჯგუფი უწყებასთან გუშინ მიიყვანეს. 
 
ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ის არ დატოვებს შსს-ს იქამდე, ვიდრე მისი შვილის მკვლელებს, „მათ შორის მიხეილ კალანდიას, ხელბორკილებით მის თვალწინ არ ჩაატარებენ“.
სარალიძის მთავარი მოთხოვნა მიხეილ კალანდიას დაკავებაა.
 
შვილმკვდარ მამასთან გვიან ღამით უწყების წარმომადგენელი მივიდა, თუმცა სარალიძეს ჟურნალისტებთან დეტალებზე არ უსაუბრია. მოკლული მოზარდის მამამ იმ ვიდეო-მასალის დათვალიერების ოქმზე ისაუბრა, სადაც მირზა სუბელიანი “უცნობ მამაკაცად“ არის მოხსენიებული.
 
“მოთხოვნები არ შემიცვლია, მიხეილ კალანდიას დაკავებას ვითხოვ იქიდან გამომდინარე, რომ საქმის მასალებში არის საკმარისი მტკიცებულებები, რომ პასუხისგებაში მიეცეს.
 
1 დეკემბერს იყო, თუ 2 დეკემბერს არ აქვს მნიშვნელობა, მაშინ იყო პასუხისგებაში მისაცემი მირზა სუბელიანი იმ ფაქტზე, რაზეც დღეს არის მიცემული პასუხისგებაში.
ძალიან ბევრი მოწმე იყო დაკითხული 2 დეკემბერს, მაგრამ გაქრა ჩვენებები,“- აცხადებს სარალიძე.
 
სამინისტროსთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ზაზა სარალიძის მხარდამჭერებიც, მათ შორის "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა.
 
" მოთხოვნა არის დაისაჯოს ადამიანები ბრალეული ქმედებისთვის, რა დანაშაულიც მათ აქვთ ჩადენილი. იმედია ამ სამკვირიანმა ხელისუფლებამ რაღაც შინაარსი გამოიტანა წინა ხელისუფლების მხრიდან ამ მოთხოვნების იგნორისგან და ალბათ ხვდებიან ამ მოთხოვნების სერიოზულობას. 
ზაზას შს სამინისტროში მაღალი თანამდებობის პირმა უთხრა, რომ კალანდიას არ დაიჭერენ. ამიტომ მიიღო ზაზამ ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო,"-აცხადებს კუპრავა
 
 სოციალურ ქსელში ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია დაიგეგმა. მოქალაქეები შსს-თან შეკრებას 19:00 საათზე გეგმავნ

სიახლეები

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია - როგორც რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

“ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო

"ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პარტიის ლიდერი...

გიგა მაქარაშვილის შალვა პაპუაშვილზე დაწერილი პოსტის გამო ასამართლებენ

გიგა მაქარაშვილის შალვა პაპუაშვილზე დაწერილი პოსტის გამო ასამართლებენ - შინაგან საქმეთა სამინისტრო სამოქალაქო აქტივისტის...

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს

აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები კენჭისყრის შედეგად...