მთავარიUncategorizedირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა

Published on

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა უმეტესობა 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები იყვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Iran International-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, Iran International-ის რედაქციამ, რამდენიმე ეტაპად და პროფესიული სტანდარტების დაცვით, ყურადღებით განიხილა უზენაესი ეროვნული უშიშროების საბჭოსთან დაახლოებული წყაროდან მიღებული ინფორმაცია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორი წყარო, მაშჰედის, კერმანშაჰის და ისპაჰანის ქალაქებში რევოლუციური გვარდიის რამდენიმე წყაროდან მიღებული ინფორმაცია, თვითმხილველებისა და დაღუპულთა ოჯახების ჩვენებები, საველე ანგარიშები, სამედიცინო ცენტრებთან დაკავშირებული მონაცემები და სხვადასხვა ქალაქის ექიმებისა და ექთნების მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ამ გამოძიებით დაასკვნა, რომ თანამედროვე ირანის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხოცვა-ჟლეტის დროს, სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა, მათი ძირითადი ნაწილი 8 და 9 იანვარს.

Iran International-ის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ეს მოქალაქეები ძირითადად IRGC-სა და ბასიჯის ძალებმა მოკლეს.

გამოცემის ცნობით, ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოსა და პრეზიდენტის ოფისისგან მიღებული ინფორმაციით, “ეს ხოცვა-ჟლეტა განხორციელდა ალი ხამენეის პირადი ბრძანებით, მთავრობის სამი შტოს ხელმძღვანელების მკაფიო შეტყობინებითა და თანხმობით, ასევე ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მიერ პირდაპირი დახვრეტის ბრძანების გამოცემით”.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...