მთავარისიახლეებიკონფლიქტებინუ დააცარიელებთ ქუჩებს, ვიცი რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები - ირანის ბოლო...

ნუ დააცარიელებთ ქუჩებს, ვიცი რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები – ირანის ბოლო შაჰის ვაჟი

Published on

“ჩემო თანამემამულეებო, ირანის ქუჩებში თქვენი მასშტაბური და მამაცური გამოსვლით, უკვე მესამე ღამეა, თქვენ მნიშვნელოვნად დაასუსტეთ ხამენეის რეპრესიული აპარატი და მისი რეჟიმი. სანდო ინფორმაცია მომდის, რომ “ისლამურ რესპუბლიკას” ქუჩაში მილიონობით ადამიანის წინააღმდეგ საბრძოლველად დაქირავებული მებრძოლების მწვავე დეფიციტი ემუქრება და რომ შეიარაღებული და უსაფრთხოების ძალების ბევრმა წევრმა დატოვა სამუშაო ადგილები ან არ დაემორჩილა ხალხის ჩახშობის ბრძანებებს. ხამენეის რჩება ძალადობრივი დაქირავებული მებრძოლების უმცირესობა, რომლებიც, მათი კრიმინალური ლიდერის მსგავსად, არაირანელები და ანტიირანელები არიან და თქვენ – ირანის დიდ ერს – თავის მტრად გთვლიან. იცოდეთ, რომ მათ თავიანთი ქმედებებისთვის შედეგები დაატყდებათ თავს.
დღეს, კვირას საღამოს 6:00 საათზე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემს მეორე მოწოდებას და გთხოვთ ყველას, ჯგუფურად გაიაროთ ქალაქების მთავარ ქუჩებში თქვენს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად; გზად არ გამოეყოთ ერთმანეთს ან ხალხის ნაკადს და არ აირჩიოთ გვერდითი ქუჩები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას თქვენს სიცოცხლეს.
იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. თქვენი თანამემამულეები მთელ მსოფლიოში ამაყად ყვირიან თქვენსავე ხმაზე და თქვენ აუცილებლად იხილავთ მათ მრავალრიცხოვან კადრებს ტელევიზიის ეკრანებზე. დღეს მსოფლიო თქვენს ეროვნულ რევოლუციას უჭერს მარს და აღფრთოვანებულია თქვენი სიმამაცით.
კერძოდ, პრეზიდენტი ტრამპი, როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ყურადღებით აკვირდებოდა თქვენს აღუწერელ სიმამაცეს და განაცხადა, რომ მზადაა დაგეხმაროთ.
ნუ დააცარიელებთ ქუჩებს. ჩემი გული თქვენთანაა. ვიცი, რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები”, – ამბობს ირანის უკანასკნელი შაჰის უფროსი ვაჟი რეზა ფეჰლევი ვიდეომიმართვაში.
📍 Iran International-ის ინფორმაციით, ირანში ბოლო 48 საათში 2 000 ადამიანი დაიღუპა. საპროტესტო აქციები ირანში 2 კვირაზე მეტია მიმდინარეობს. საპროტესტო მუხტის ჩასახშობად, ირანის მთავრობამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ჰეზბოლასა და ერაყის მილიცია განალაგა. მანამდე, ირანის რევოლუციურმა გვარდიამ, ფართომასშტაბური დემონსტრაციების ფონზე, უსაფრთხოების „წითელი ხაზი“ გამოაცხადა.
BBC-სთან ირანელი მედიკოსები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ძალები ახალგაზრდებს თავში და გულში დამიზნებით ესვრიან. პარალელურად, საერთაშორისო მედია იტყობინება, რომ ამერიკის პრეზიდენტს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, თუმცა ირანზე თავდასხმას სერიოზულად განიხილავს. Reuters-ის ინფორმაციით, ირანზე აშშ-ის შესაძლო დარტყმების პარალელურად, ისრაელი მზადყოფნის მაღალ დონეს აწესებს. ირანელი მაღალჩინოსნები კი ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ აშშ მათ თავს დაესხმება, ირანის მთავრობის სამიზნე აშშ-ის სამხედრო ბაზები, გემები და ისრაელი გახდება. ირანში პროტესტი ეროვნული ვალუტის გაუფასურების, მაღალი ინფლაციისა და პროდუქტზე ფასების მკვეთრი ზრდის გამო დაიწყო.

სიახლეები

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა,...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 1 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პირებიდან კიდევ ერთს, ვახტანგ ფიცხელაურს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს. აღნიშნულ...

ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ მიმდინარე პროცესებში საქართველო ლიდერი იყოს – ალიანსი

ოპოზიციის ალიანსმა საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან და მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. განცხადებები გიგი...

მარეგულირებელი აქტის გარეშე ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევა ექსპერიმენტული იარაღია – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ისინი აგრძელებენ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევასთან დაკავშირებული საქმის...