მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს - მარკო რუბიო

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

Published on

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო X-ზე, ხოლო დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ თუ ირანი მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას დაიწყებს, აშშ-ში ჩაერევა და შეაჩერებს სისხლისღვრას.

ამ დროს კი, საპროტესტო მანიფესტაციებისა დემონსტრაციების დროს საპოლიციო ძალებმა და უსაფრთხოების თანამშრომლებმა უკვე 45 ადამიანი მოკლეს.

ამასთან, ირანის ყოფილი შაჰის შვილმა, რეზა ფეჰლევიმ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანში დაბრუნებისთვის ემზადება.

ასევე, ფეჰლევიმ ირანის მოსახლეობას მოუწოდა, რომ დემონსტრაციებს შეუერთდნენ.

„მოგიწოდებთ, დღეს და ხვალ, საღამოს 6 საათიდან, გამოდით ქუჩებში ეროვნული დროშებითა და სიმბოლოებით. ჩვენი მიზანი მხოლოდ ქუჩებში გამოსვლა აღარ არის, არამედ ჩვენი მიზანი ქალაქების ცენტრების დაკავებაა“, – აცხადებს ფეჰლევი.

სიახლეები

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო – ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი

"ამ უსამშობლო სიმონიანს მინდა ვუთხრა! ჯერ არავის გაუგონია მეფე ერეკლე “накалeниe” მდგარიყო რომელიმე ქვეყნის...

კანადა უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის $254-მილიონიან პაკეტს გადასცემს

კანადის პრემიერმინისტრმა მარკ კარნიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კანადა კიევს...

რუსეთი რთულ დროში მუდამ საქართველოს გვერდით იდგა-ფარცხალაძე

რუსეთი მუდამ იყო საქართველოსთან ყველაზე რთულ დროში, როცა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საკითხი იდგა. დღეს როგორც...

თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დაკავეს. შემთხვევა დღეს,...