მთავარისიახლეებისაზოგადოებარა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის -...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

Published on

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული დავით ღურწკაია საპატიმროდან გავრცელებულ წერილში წერს.

როგორც ღურცკაია აღნიშნავს, აღნიშნულ საქმეზე დაკავებულებს პროკურორი ეუბნებათ, რომ თუ დანაშაულს აღიარებენ, შესაძლოა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე დაფიქრდნენ.

„გამარჯობა ჩემო საქართველო და ქართველებო, უკვე ჩაიარა ახალმა წელმა. ჩემს ოჯახში კი ახალი წელი არ ყოფილა. ჩემს შვილს ნაძვის ხეც კი არ ჰქონია. როცა პატივცემული სასამართლო, კორუფციის ბრალდებით დაკავებულ “ოცნების” წევრებს საახალწლო საჩუქარს უკეთებს და ერთმანეთის მიყოლებით უშვებს სახლში, ჩვენ პროკურორი გვეუბნება, თუ აღიარებთ, შესაძლოა საპროცესოზე დავფიქრდეთო. რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა? მშვიდობის ნიშნად? 3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია. დიახ, ასეთია ჩვენი დღევანდელი ყოფა. ჩვენ ციხეში, ჩვენი ოჯახები გაუბედურებულები, სამშობლო კი ერთიანობის მოლოდინში. მომავალ წერს იმედია, ყველანი ერთად ყვავილებით ხელში სოხუმში შევხვდებით ახალ წელს. დიდება უფალს, დიდება საქართველოს, დიდება მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას სულებს”, – წერს წერილში ღურწკაია წერილში.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღურწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ, თავისუფლებაში იმყოფებიან.

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა EU-ის გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არ ახსენა

საქართველო ბორტს მიღმა - ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა EU-ის გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არ ახსენა. ანტონიო...