მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

საქართველოში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

Published on

 საზღვრებზე მაქსიმალური კონტროლია დაწესებული, რომ არ მოხდეს საქართველოს გამოყენება ტრანზიტული მიზნით  და ჩვენი ქვეყნის გავლით კონკრეტული პირები სირიაში არ მოხვდნენ. გამკაცრებული ზომების ფარგლებში უკვე რამდენიმე ათეულ პირს არ მიეცა საქართველოში შემოსვლის უფლება – განუცხადა ჟურნალისტებს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა  ვახტანგ გომელაურმა  უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ . 

"საბჭოს სხდომაზე განვიხილეთ, თუ რა ღონისძიებები იქნა გატარებული პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებები და დღეს დილიდან საზღვრებზე უკვე გამკაცრდა ქვეყანაში შემოსვლა სხვადასხვა ქვეყნიდან, ძირითადად აზიური და აფრიკული სახელმწიფოებიდან. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ტრანზიტად არ გამოიყენონ ჩვენი ქვეყანა და საქართველოს გავლით არ მოხვდნენ სირიაში და არ მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე დავბლოკეთ, ასევე გამკაცრებულია კონტროლი გამშვებ პუნქტებზე", – განაცხადა მან 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თქმით, მისი უწყება კოორდინირებულად მუშაობს შს სამინისტროსთან. 
"კოორდინირებული მუშაობა შედგა შს სამინისტროსთან. ეს გრძელდება და დღეს კიდევ დაიგეგმა, რომ უფრო გამკაცრდება ზომები სტრატეგიული ობიექტების, უსაფრთხოების დაცვისა და სხვა მიმართულებით. გამკაცრება დავიწყეთ იმ დილითვე, როცა საფრანგეთში ტერაქტი მოხდა, თუმცა ახლა დამატებითი ღონისძიებები გატარდება", – აღნიშნა გომელაურმა.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...