მთავარისიახლეებისამართალიორი პირი დაჭრეს, ორს - მანქანა დააჯახეს, დაკავებულია სამი პირი - შემთხვევა...

ორი პირი დაჭრეს, ორს – მანქანა დააჯახეს, დაკავებულია სამი პირი – შემთხვევა გარდაბანში

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის ძალადობრივად დარღვევისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით: 2000 წელს დაბადებული ე.მ. და 1995 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს, ხოლო 1999 წელს დაბადებული ს.ა., 1971 წელს დაბადებული ა.მ. და 1996 წელს დაბადებული ე.მ. ამხილეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ  გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 6 პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა დაპირისპირებაში მონაწილე 2 პირს.

ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა კუთვნილი ავტომანქანა 2 მათგანს განზრახ დააჯახა, რის შედეგადაც ფ.ა. ადგილზე გარდაიცვალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დაშავებული 4 პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს და 3 პირი ამხილეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, 160-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...