მთავარისიახლეებიკონფლიქტებიUK და საფრანგეთი უკრაინაში მრავალეროვნულ სამშვიდობო ძალებს გაგზავნიან

UK და საფრანგეთი უკრაინაში მრავალეროვნულ სამშვიდობო ძალებს გაგზავნიან

Published on

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში გაერთიანეულმა სამეფომ და საფრანგეთმა უკრაინაში სამხედრო ჰაბის შექმნის განზრახვის დამადასტურებელ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

“ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ურყევი არჩევანის ნაწილია, უკრაინას გვერდში გრძელვადიანად ვედგეთ. ეს სამართლებრივ ნიადაგს ჰქმნის, რომ ბრიტანეთის, საფრანგეთისა და პარტნიორების ძალებს შეეძლოთ უკრაინის ტერიტორიაზე ოპერირება, დაიცვან უკრაინის ცა, ზღვა და სამომავლოდ დაეხმარონ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აღდგენაში” – ამბობს სტარმერი. 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში დღეს, 6 იანვარს ჩავიდა, სადაც ევროპელი ლიდერებისა და აშშ-ს წარმომადგენლების თანდასწრებით “მსურველთა კოალიციის” სამიტი იმართება. ელისეის სასახლეში ასევე იმყოფებიან მივიდნენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ტრამპის სიძე. 

მოკავშირეების სამიტს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მასპინძლობს და შეხვედრას 27 ქვეყნის ლიდერებთან ერთად NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტეც ესწრება. 

სიახლეები

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...