მთავარისიახლეებიდღეიდან იმპორტირებული სიგარეტი ძვირდება

დღეიდან იმპორტირებული სიგარეტი ძვირდება

Published on

2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებული სიგარეტის აქციზი იზრდება, რაც მის ფასსაც ზრდის.
დაჩქარებული წესით მიღებული კანონპროექტების ავტორები “ქართული ოცნების” დეპუტატები (შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ლევან მაჭავარიანი, თორნიკე ბერეკაშვილი) იყვნენ. მათი განმარტებით კანონპროექტის მიზანი “ადგილობრივი წარმოების დაცვა და სექტორში კონკურენტუნარიანობის ზრდაა.
ახალი წლიდან თამბაქოს შემცველობით იმპორტირებული 20-ღერიანი სიგარეტის აქციზის ფასი 1.9 ლარიდან 2.75 ლარამდე (85 თეთრით) იზრდება;
იმპორტირებული ნაწარმის (რომელიც შეიცავს თამბაქოს ან აღდგენილ თამბაქოს) აქციზი 1.85 ლარიდან 2.7 ლარამდე (85 თეთრით) იზრდება.
ამავე კანონით, ცალკე გამოიყოფა ქართული ნედლეულით (35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე) დამზადებული სიგარეტისთვის განკუთვნილი აქციზი. თუკი აქამდე აქციზის ფასი 1.9 ლარი იყო, ახლა 1.3 ლარამდე შემცირდა. გააიაფებს თუ არა ეს სიგარეტის ფასს, უცნობია.
სიგარეტზე აქციზის ფასი გასულ წელსაც გაიზარდა.

სიახლეები

აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

2024 წლის დეკემბრის აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. პირველ...

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ. მსვლელობა 20:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან დაიწყება და სამების ტაძართან...

ესპანეთმა უკრაინისთვის €1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა

18 მარტს ესპანეთმა უკრაინისთვის 2026 წლისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა,...

ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო...