მთავარისიახლეებისაპყრობილეში გადმოყვანის შემდეგ, სხეულზე გამონაყარი და კიდურების შეშუპება გამიჩნდა" - სააკაშვილი

საპყრობილეში გადმოყვანის შემდეგ, სხეულზე გამონაყარი და კიდურების შეშუპება გამიჩნდა” – სააკაშვილი

Published on

ცემენტის ქარხნის გვერდით საპყრობილეში გადმოყვანის შემდეგ, სხეულზე გამონაყარი და კიდურების შეშუპება გამიჩნდა” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელიც მის Facebook გვერდზე ვრცელდება.
მიხეილ სააკაშვილი წერილში რუსთავის ციხეში არსებულ მდგომარეობასა და ცემენტის ქარხნის მოსახლეობისთვის დამაზიანებელ ეფექტებზე წერს.
პუტინი რუსეთის ოპოზიციის დაპატიმრებულ ლიდერებს, როგორც წესი ჩრდილოეთის და ციმბირში განსაკუთრებით ცივ რეგიონებში გამოკეტავს ხოლმე, სადაც მათგან ყველაზე გამორჩეულთ, წამლავენ კიდეც.
ივანიშვილმა გადაწყვიტა აქ მოგვიწყოს ციმბირი აცივებასთან ერთად. თითქმის ერთი კვირაა რუსთავის ციხეში გათიშულია გათბობა (ბადრაგებს ელექტროღუმელები უდგათ თავისთან), მაგრამ ეს სტატუსი ამაზე არაა.
აქ რუსთავის ცემენტის ქარხნის გვერდით საპყრობილეში გადმოყვანის შემდეგ, მე სხეულზე გამონაყარი და კიდურების შეშუპება გამიჩნდა რამდენიმე დღეში. თითქმის მთლიანად გამცვივდა თმები, გამიჩნდა ასევე სუნთქვის პრობლემები.
მოვითხოვე მომწამლავ ნივთიერებებზე ანალიზის აღება, მაგრამ ციხის ექიმებმა განმიმარტეს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ისინი კი არა “სამართალდამცავი” ორგანოები იღებენ და უარით გამომისტუმრეს, თუმცა ეს სტატუსი ამაზეც არაა.
ეს სტატუსი ეხება რუსთავის და კასპის მოსახლეობის უმეტესობას, რომელთაც მრავალი წელია თავზე ეყრება ეს მომწამლავი მტვერი და რომელიც ძირითადად ხმას არ იღებს ბავშვებში ონკოლოგიის მკვეთრ მომატებაზე და დანარჩენი ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანების ფართო სპექტრზე, იმაზე, რომ რუსთავშიც და კასპშიც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 7-8 წლით ჩამორჩება კახეთს და დასავლეთ საქართველოს.
ვიცი რომ აქტივისტები იბრძვიან, მაგრამ მინდა ვკითხო დანარჩენ ქართულ საზოგადოებას – იმიტომ ხომ არ ხართ ჩუმად, რომ ამ ქარხნების მფლობელი ივანიშვილია, სწორედ ის არ აყენებს გამწმენდ ფილტრს, რომელიც აუცილებელია თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად, სწორედ ის ამუშავებს ქარხანას ღამ-ღამობით, რათა თქვენ დღისით არ დაინახოთ მომწამლავი მუქი კვამლი.
სწორედ ის გართმევთ რუსთაველებს ახლა კრწანისის ეკო ზონას, არაბული ქალაქისთვის, რომელიც ტრადიციულად რუსთავის ფილტვები იყო.
ეს ყველაფერი ყველა ქოცის პასუხისმგებლობაა და მათ მინდა ვკითხო, გსიამოვნებთ საახალწლო სუფრაზე რუსთაველების და კასპელების შემწვარი დამჭკნარი ფილტვებისგან დამზადებული კერძების დაგემოვნება?
და ემანდ სტაფილოს წვენში და საახალწლო შამპანურში რუსთაველი და კასპელი კიბოთი დაავადებული ბავშვების ჩამოცვენილი თმები არ შეგეპაროთ და არ გადაგცდეთ,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

ხვალიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება

2026 წლის 1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი - ამის...

პროევროპული აქციის მონაწილეები ახალ წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან

უწყვეტი პროტესტის მე-400 დღეს პროევროპული აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ისევ შეიკრიბებიან. ხალხი ახალ...

გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის – EU წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანას შობა-ახალ წელს ულოცავს და მშვიდობას უსურვებს, ასევე, თანადგომას ჰპირდება: „გილოცავთ...

პუტინმა 2026 წელს უკრაინაში უსაფრთხოების ზონის გაფართოების ბრძანება გასცა

ვლადიმერ პუტინმა 2026 წელს უკრაინაში უსაფრთხოების ზონის გაფართოების ბრძანება გასცა, - ამის შესახებ რუსეთის...