მთავარისიახლეებისაზოგადოებამამუკა ბახტაძეს არც დღევანდელ ბრიფინგზე დაუკონკრეტებია, რომელი მინისტრები დატოვებენ თანამდებობას

მამუკა ბახტაძეს არც დღევანდელ ბრიფინგზე დაუკონკრეტებია, რომელი მინისტრები დატოვებენ თანამდებობას

Published on

დღეს მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე, არაერთი კითხვის მიუხედავად, მამუკა ბახტაძეს არ დაუკონკრეტებია, რომელი მინისტრები დატოვებენ თანამდებობას.
 
პრემიერის განცხადებით, ის ახალი მთავრობის შემადგენლობას მას შემდეგ წარადგენს, რაც პარლამენტი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ პროცედურას დაასრულებს.
 
სხდომას არ ესწრებიან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი და შს მინისტრი გიორგი გახარია. 
 
„რაც შეეხება საკადრო შემადგენლობას, რა თქმა უნდა მე ვაცნობიერებ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს. აქედან გამომდინარე, მე  დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ პარლამენტში შესაბამის პროცედურებს გავივლით მოკლე ვადაში და მე საშუალება მექნება საზოგადოებას წარვუდგინოთ განახლებული მთავრობა“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
 
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავრობის სხდომას არც გასულ კვირას დასწრებია.

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...