მთავარისიახლეებისუს-ის ბრიფინგი ბოდვა იყო, რაღაცების გადაფარვას ცდილობენ-ნადარეიშვილი

სუს-ის ბრიფინგი ბოდვა იყო, რაღაცების გადაფარვას ცდილობენ-ნადარეიშვილი

Published on

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლი, ანი ნადარეიშვილი TV პირველთან საუბარში მისი მეუღლის დაკავებას გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ გუშინ სუს-ის ბრიფინგზე ხალხმა სრული ბოდვა მოისმინა.

“ის, რაც გუშინ სუს-ის ბრიფინგზე საქართველომ მოისმინა, სრული ბოდვა იყო […] მაშინ ბაჩო რომ ხმის ჩანაწერის ნიმუშზე დაიბარეს, მე დამირეკეს და ვუთხარი, თუ ბაჩოს იბარებთ, მე რატომ მირეკავთ-თქო და მიპასუხეს, რომ ბაჩოს ტელეფონი არ ვიცითო. ბაჩოს ტელეფონიც არ აქვთ დადგენილი და ნუ ახლა, როგორი ბოდვაა. სახლში ვინ ვცხოვრობთ, ისიც არ დაუდგენიათ, იმიტომ რომ გუშინ კესო ჩემი შვილიშვილი ეგონათ. წარმოიდგინეთ, სუს-ზეა ლაპარაკი, ასეთ ბოდვაში ვართ […] გუშინაც მე დამირეკეს და ბაჩო ისევ ჩემი ტელეფონის მეშვეობით დაიბარეს […]

ჩვენს სახლში, დაახლოებით, 30 ნიღბიანი და ავტომატიანი სამართალდამცველი შემოვარდა ეგრევე ტელეფონი ამოვიღე, რომ ლაივი ჩამერთო, მაგრამ ეგრევე ავტომატები მომიშვირეს, ტელეფონი დააგდეო – შენი ტელეფონი ნივთმტკიცებაა, ამოღებულიაო, დააგდე, უფლება არ გაქვსო”. – თქვა ნადარეიშვილმა TV პირველთან საუბარში.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას უკავშირებს ის ამ ფაქტს, ნადარეიშვილი პასუხობს, რომ ქართული ოცნება ხალხის ყურადღების გადატანას ცდილობს.

“არ ვიცი, აი პურს ხომ აიაფებენ ახლა და უფასო პური და სანახაობა იქნება, ეგ არის […] რაღაცების გადაფარვას და ხალხის ყურადღების გადატანას ცდილობენ. იქიდან გამომდინარე, რა სკანდალშიც არიან, ყველაფერზე არიან წამსვლელები, ოღონდ რაღაც გადაფარონ”. განაცხადა ნადარეიშვილმა.

ნადარეიშვილის თქმით, გამოკითხვაზე დაიბარეს ოჯახის ახლობელი, ზვიად გაგუაც, რომელიც მათთან ერთად ცხოვრობს. ნადარეიშვილი ამბობს, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ, სუს-ში გაგუაზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ.

“ზვიად გაგუას სუს-ში უთხრეს, რომ ბაჩოს წინააღმდეგ ჩვენება მიეცი, დაადასტურე, რომ კონტაქტი ჰქონდა და 4 ოქტომბრის ორგანიზატორი იყოო და ანის გამოვუშვებთო. თუ არადა, ხედავთ, ორივე დაჭერილია და ბავშვები მშობლების გარეშე დარჩებიანო. მერე გამოუშვეს, ისევ სახლში მოიყვანეს და ცოტა ხანში, ისევ წაიყვანეს და იგივე უთხრეს, რამე ხომ არ მოიფიქრე, რაიმე დასამატებელი ხომ არ გაქვსო.

მე პირადად საერთოდ არ დავუკითხივარ. ადვოკატს ველოდებოდი, მე თვითონაც მაინტერესებდა რა კითხვები ჰქონდათ, მაგრამ გუშინ არც ადვოკატი მაღირსეს და არც დაკითხვა. მერე უცებ იქიდან გამომიშვეს”. – ამბობს ნადარეიშვილი.

ნადარეიშვილმა ასევე თქვა, რომ 3 კვირის წინ ბაჩო ახალაია ისევ ემიგრაციაში წასვლას აპირებდა, თუმცა ის საზღვარზე არ გაუშვეს.

“დაახლოებით, 3 კვირის წინ, ბაჩო ისევ პოლონეთში უკან დაბრუნებას აპირებდა, რადგან ჩვენ იქ ემიგრაციაში, ლუკმაპურის საშოვნელად ვიყავით, ყველაფერი ბანკში გვაქვს, ძალიან დიდი დავალიანება გვაქვს და მოგეხსენებათ, აქ ჩვენ არავინ გვამუშავებს, სამსახურს ვერ ვიშოვით. თუმცა, ბაჩო საზღვარზე არ გაუშვეს და უკან გამოაბრუნეს. მიზეზად არაფერი უთხრეს […] ჩვენი ყველ გადაადგილება ძალიან კარგად იცოდნენ და ჩვენთან ვინ მოდიოდა, ისიც. უკვე დიდი ხანია, ლუპის ქვეშ ვართ”. – უთხრა ნადარეიშვილმა TV პირველს

სიახლეები

ელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე გიორგი არევაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე...

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სტრასბურგის სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში...

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ 27-31 დეკემბერს საქართველოში

გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით...

ზელენსკის თქმით, “უახლოეს მომავალში” პრეზიდენტ ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 დეკემბერს დაწერა, რომ "უახლოეს მომავალში" აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან...