მთავარისიახლეებიმსოფლიოPax Americana ევროპაში დასრულებულია, ჩვენს ინტერესებზე ჩვენვე უნდა ვიზრუნოთ - მერცი

Pax Americana ევროპაში დასრულებულია, ჩვენს ინტერესებზე ჩვენვე უნდა ვიზრუნოთ – მერცი

Published on

გერმანიის კანცლერის თქმით, ევროპამ საკუთარ თავს უნდა მიხედოს, რადგან Pax Americana-ს ათწლეულები დასრულებულია.

ამის შესახებ მერცმა მიუნხენში პარტიის, ქრისტიანულ-სოციალური კავშირის კონფერენციაზე თქვა.

მერცმა ასევე თქვა, რომ რუსეთთან მნიშვნელოვან დათმობებზე წასვლა საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი საბჭოთა გავლენის სფეროს აღდგენასა და ევროპის საზღვრების ცვლილებას ისახავს მიზნად და პუტინი უკრაინის დამარცხების შემთხვევაში უკან არ დაიხევს.

გერმანიის კანცლერმა ასევე დაამატა, რომ ეს სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ახლა NATO-სა და ევროკავშირის წევრებს წარმოადგენენ, წარსულში საბჭოთა იმპერიის გავლენის სფეროში იყვნენ. 

“ძვირფასო მეგობრებო, Pax Americana-ს ათწლეულები ჩვენთვის, ევროპაში, და ასევე ჩვენთვის, გერმანიაში, დიდწილად დასრულებულია. ის აღარ არსებობს იმ ფორმით, რომელიც ვიცოდით და ნოსტალგია ვერ დაგვეხმარება. უკანასკნელი ვარ, ვინც ამ ნოსტალგიით სიამოვნებაზე უარს იტყოდა, მაგრამ ის უსარგებლოა. ეს ასეა. ამერიკელები საკუთარ ინტერესებზე ახლა ძალიან, ძალიან მტკიცედ ზრუნავენ და ეს მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ჩვენც ახლა ჩვენს ინტერესებზე უნდა ვზრუნავდეთ და ძვირფასო მეგობრებო, ამ მხრივ ჩვენ არც ისე სუსტები ვართ, არც ისე პატარები ვართ”. – თქვა მერცმა. 

-ტაბულა-

სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყულევის ქარხნის EU-ს სანქციების სიაში მოხვედრაზე წუხილს გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის...

ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ში ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას, 28 ივლისს, აშშ-ს ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში...

თუ რამდენიმე დღეში შედეგი არ გვექნება, ისევ ხალხს უნდა მოგმართოთ დასახმარებლად – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი

დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობელი, კახა წიქარიშვილი მოლაპარაკებების პროცესში წარმოქმნილ დაბრკოლებაზე წერს და ამბობს,...

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის

  საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკი,...