მთავარისიახლეებიპოლიტიკაროდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ - ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

Published on

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის გაშუქების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე რეპორტიორი დავით ნიკურაძე BBC-ის საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით საქართველოს ე.წ. ხელისუფლების გამოხმაურებასთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ ყველა დეტალი საერთაშორისო გამოძიების შედეგად უნდა გაირკვეს:

“ნივთიერება, რომელიც დაასახელეს – ქლორბენზილიდინ მალონონიტრილი, ჩვეულებრივი სიესის გაზია და პოლიცია ყველა ქვეყანაში იყენებს. ქალებს ხელჩანთებში უდევთ მისი ბალონები. ნურავინ შევა შეცდომაში და ნუ დაიწყებს იმის ძიებას, მართლა შეიძინეს თუ არა ეს ქლორრაღაცჩემისა ისრაელში. ნუ გაიმეორებთ ამ სახელს. CS და მორჩა. 1-2 საათში გადის მისი ყველა სიმპტომი და არც ყვითელ მდინარეებად მოედინება ქუჩაში.
აქ სხვა რამეშია საქმე:
მდინარაძის უწყების გამოძიების რეპუტაცია და სანდოობა პლინტუსს ქვემოთაა. დაუშვან უცხოური გამოძიება. დაუშვან სწრაფად, თორემ ისედაც საკმარისი დროა გასული სამხილების გასანადგურებლად და კვალის წასაშლელად.
ასევე გამოსაძიებელია, აკრძალული ნივთიერება როდის შეიძინეს და სად. (ნეტა სად?) ჰო, გამოსაჩენ ადგილას, ვიტრინაში ექნება შსს-ს მიღება-ჩაბარების აქტი.
კამიტის შესახებ არაერთი განცხადება კეთდებოდა შარშანდელი აქციების დროს. მათ შორის, დაზარალებულთა ადვოკატების მხრიდან. როგორც ჩანს, მაშინ გამოჟონა კიდეც ინფორმაციამ და სეტყვასავით მოვლენების ფონზე (ქოცების წარმატებული სტრატეგია, ყოველ დღე ახალი, შოკისმომგვრელი გარეწრობა ჩაიდინონ და გუშინდელი დაგავიწყონ) დიდი მნიშვნელობა არავის მიუნიჭებია. მხოლოდ ბიბისის მიერ ნათქვამმა მოგვჭრა ყური. ეგ კი არა, ახლა ვვიშვიშებთ ყვითელი წყლის შარშანდელ კადრებზე და საკუთარი თვალით ხომ ვნახეთ, რა ფერი იყო ის წყალი?
ყველა ეს ინფორმაცია მოსაგროვებელია და ის ხალხი, ვინც კამიტზე საუბრობდა, გამოსაკითხი. ესეც საჩქაროა, რადგან დაშინების ფონზე გადათქმის და გაჩუმების ისტორიებიც გვახსოვს.
სულ რომ მხოლოდ სიესთან გვქონდეს საქმე, რაც ქოცების პირობებში წარმოუდგენელი და Scientific impossibility-ა, წყალში როდესაც ურევ, უკვე ნაგავი ხარ. CS გაზი აეროზოლების და კვამლის ყუმბარების სახით გამოიყენება. წყალში მისი გარევით იზრდება კანში ღრმად შეღწევადობა, ხალხის დიდი მასების მოწამვლა და გრძელვადიანი დაზიანების რისკი. ერთი ვაშლის კურკა არაფერს გიზამს, ბევრის კი ციანიდით მოგკლავს. ჩვეულებრივი წყლის დალევაც კი ფატალურია და ჰიპონატრემია და ტვინის შეშუპება მოგკლავს, თუკი მოკლე დროში იმდენს დალევ, რომლის გატარებასაც თირკმელები ვერ შეძლებენ.
არ ხდება სიესის შერევა წყალში, აკრძალულია არეულობის მართვის ეს მეთოდი ცივილიზებულ სამყაროში და მხოლოდ ამის გამოც დასასმელია ოცნება განსასჯელის სკამზე”, – წერს დავით ნიკურაძე. 

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების განგაში გამოაცხადეს

11 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების განგაში გამოაცხადეს. მარიონეტული რეჟიმის თავდაცვის სამინისტრომ უპილოტო საფრთხის რეჟიმი...

ფინანსური დავალიანების გამო ჩვენი სატელიტური მაუწყებლობა გაითიშა – TV პირველი

ტელეკომპანია პირველის განცხადებით, ფინანსური დავალიანების გამო, , 11 მარტს ტელევიზიის სატელიტური მაუწყებლობა გაითიშა. "ფინანსური დავალიანების...

ნატალი ლუაზო-თბილისში სუნთქვა შეუძლებელია ნებისმიერისთვის, ვინც უარს ამბობს, მმართველ პარტიას დაემორჩილოს

თბილისში სუნთქვა შეუძლებელია ნებისმიერისთვის, ვინც უარს ამბობს, მმართველ პარტიას დაემორჩილოს - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა,...

ტრამპი-ირანის სამხედრო და საზღვაო შესაძლებლობები პრაქტიკულად განადგურებულია

ირანის სამხედრო შესაძლებლობები პრაქტიკულად განადგურებულია და ქვეყანა დამარცხების ზღვარზეა - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა...