მთავარისიახლეებიგაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს

Published on

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს.

რეზოლუციას 91-მა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ დაუჭირა მხარი. რუსეთმა და კიდევ 11-მა ქვეყანამ ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს. 57-მა ქვეყანამ კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა

რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნები რუსეთისგან მოითხოვენ, “უზრუნველყოს ყველა იმ უკრაინელი ბავშვის დაუყოვნებლივი, უსაფრთხო და უპირობო დაბრუნება, რომლებიც იძულებით გადაიყვანეს ან დეპორტირებულები არიან”.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მისი სიძე ჯარედ კუშნერი კრემლში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდნენ.

სიახლეები

23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა...

ელენე ხოშტარია – ახლაც დარწმუნებული ვარ ერთობის, ალიანსის აუცილებლობაში

ახლაც დარწმუნებული ვარ ერთობის, ალიანსის აუცილებლობაში და ყალბ ერთობად მისი შეფასება საერთო ამოცანების ვერ...

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი გადადგა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი გადადგა - მან რამდენიმე წუთის წინ დაუნინგ სთრითზე, პრემიერმინისტრის...

საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა

მარნეულში იმამ ალის მეჩეთში მუჰარამის თვესთან დაკავშირებით მორწმუნეების მიერ აიათოლა ალი ხამენეის პლაკატის წინაშე...