მთავარისიახლეებიპოლიტიკაიაგო ხვიჩიას არ სჯერა, რომ BBC-ის საგამოძიებო მასალა სიმართლეს შეესაბამება

იაგო ხვიჩიას არ სჯერა, რომ BBC-ის საგამოძიებო მასალა სიმართლეს შეესაბამება

Published on

ვსაუბრობთ რაღაც საშუალებაზე, რომელიც 1920-1930-იანი წლების შემდეგ არავის გამოუყენებია და არავის კითხვა არ გასჩენია, ამათ საიდან მოიტანეს? – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რითიც „ბიბისის“ საგამოძიებო მასალას გამოეხმაურა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, მას არ სჯერა, რომ „ბიბისის“ საგამოძიებო მასალა სიმართლეს შეესაბამება, თუმცა აღნიშნული ქიმიური ნივთიერების არსებობა მმართველმა გუნდმა დაადასტურა.

„მე მინდა, ის აბსურდი ვაჩვენო საქართველოს მოსახლეობას, რაც მე გავიგე ამ საქმიდან გამომდინარე. ხელოვნურ ინტელექტს ვკითხე, ეს ნივთიერება ბოლოს როდის გამოიყენეს-მეთქი და მითხრა, რომ საქართველოს შემთხვევაო, ახლაო. მაგრამ შემდეგ ვკითხე, მანამდე-მეთქი? და მეუბნება 20-30-იანი წლების შემდეგ არავის გამოუყენებია.

სინამდვილეში, ვსაუბრობთ რაღაც საშუალებაზე, რომელიც თითქოს „ქოცებმა“ გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომელიც 20-30-იანი წლების შემდეგ არავის გამოუყენებია. არავის კითხვა არ გასჩენია, ამათმა საიდან მოიტანეს?! რაც ყველაზე საინტერესოა, რომ ეს ეთქვათ „ქოცებს“, რასაც ახლა მე ვამბობ, ხალხნო, ხომ არ გაგიჟდით, ჩვენ ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს ვიყენებთ, მაგრამ საიდან უნდა მოგვეტანა ტექნოლოგია, რომელიც 30-იანი წლების შემდეგ არ დაფიქსირებულა?! – ამის ნაცვლად რა თქვეს, ეგო „ნაცებს“ ჰქონდათო. მათ ის კი არ თქვეს, ხალხნო, რა სისულელეს გვაბრალებთ, გიჟები ხომ არ ხართ, არამედ თქვეს, რომ გვქონდაო ეს ნივთიერებაო, უბრალოდ „ნაცებს“ აქვთ ნაყიდიო. შენ თუ ამას ადასტურებ, რომ ეს გქონდა, მაშინ იმ სასამართლოში ჩივილს რომ აპირებენ, ვის უნდა აუხსნა ის, რომ თუნდაც ვინმეს არ შეეშალა, როცა საწყობში გედო ნივთიერება, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არ ჩანს?

პრობლემა იმაში მდგომარეობს, მე, რომელსაც არ მჯერა „ბიბისის“ გამოძიების ამბავი, უცბად გამოვარდა „ქართული ოცნება“ და კიო, გვქონდაო ჩვენ ეს ნივთიერებაო, მაშინ თუ გქონდა, მე აღარ მჯერა, რომ არ გამოიყენებდი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“კამიტი” – პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ქიმიური იარაღი, რომელიც შსს-მ თბილისში გამოიყენა – BBC

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების განგაში გამოაცხადეს

11 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების განგაში გამოაცხადეს. მარიონეტული რეჟიმის თავდაცვის სამინისტრომ უპილოტო საფრთხის რეჟიმი...

ფინანსური დავალიანების გამო ჩვენი სატელიტური მაუწყებლობა გაითიშა – TV პირველი

ტელეკომპანია პირველის განცხადებით, ფინანსური დავალიანების გამო, , 11 მარტს ტელევიზიის სატელიტური მაუწყებლობა გაითიშა. "ფინანსური დავალიანების...

ნატალი ლუაზო-თბილისში სუნთქვა შეუძლებელია ნებისმიერისთვის, ვინც უარს ამბობს, მმართველ პარტიას დაემორჩილოს

თბილისში სუნთქვა შეუძლებელია ნებისმიერისთვის, ვინც უარს ამბობს, მმართველ პარტიას დაემორჩილოს - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა,...

ტრამპი-ირანის სამხედრო და საზღვაო შესაძლებლობები პრაქტიკულად განადგურებულია

ირანის სამხედრო შესაძლებლობები პრაქტიკულად განადგურებულია და ქვეყანა დამარცხების ზღვარზეა - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა...