მთავარისიახლეებიპოლიტიკარა მოხდება რეალურად, თუ ყველა ემიგრანტი ხმის მისაცემად ჩამოვა - გიორგი ლუბარეცკის...

რა მოხდება რეალურად, თუ ყველა ემიგრანტი ხმის მისაცემად ჩამოვა – გიორგი ლუბარეცკის ანალიზი

Published on

გიორგი ლუბარეცკი სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” ახალ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ. 

“საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ ვართმევთ, 1 დღით ჩამოსვლა ყოველთვის შეუძლიათ.” – კობახიძე.

წარმოვიდგინოთ, რომ კობახიძე კლოუნი არაა, სერიოზულად მივიღოთ ეს იდეა და ვნახოთ, რა მოხდება.

არაოფიციალური მონაცემებით, საზღვარგარეთ 1.5 მილიონი ქართველი ცხოვრობს.
2024 წლის არჩევნებში აქტივობამ 58.94% შეადგინა. საზღვარგარეთ აქტივობას არ ვიყენებთ, რადგან იქ ხმის მიცემის უფლება ისედაც შეზღუდული იყო.
დიასპორას არჩევნებში მონაწილეობა ალბათ უფრო მეტად უნდა, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ადამიანები დაახლოებით თანაბრად იქცევიან და თუ მათ თანაბარი შესაძლებლობა ექნებოდათ – აქტივობა საზღვარგარეთაც 58.94% იქნებოდა.
გამოდის, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, დაახლოებით 884,100 ქართველი უნდა ჩამოვიდეს.

ჩავთვალოთ, რომ ეს ადამიანები 2-4 დღით ჩამოვლენ და უკან დაბრუნდებიან. სტანდარტულ ბოინგ 737-ში 180 ადამიანი ეტევა. 884,100 ადამიანს ჯამში, 9,824 თვითმფრინავი/ფრენა დასჭირდება წინ და უკან.
თბილისის აეროპორტში *წელიწადში* დაახლოებით 22,700 ფრენა სრულდება. გამოდის, რომ დიასპორა აეროპორტის წლიური გამტარობის 43%-ს შეასრულებს, რამდენიმე დღეში.
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავებისთვის 53 საპარკინგე სივრცეა. ვიზიტორების ამ რაოდენობისთვის 184 ცალი ახალი თბილისის აეროპორტი დაგვჭირდება.
თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობას 1.2 მილიარდი აშშ დოლარი სჭირდება. გამოდის, მოსახლეობას ვიზიტორების ამ ნაკადის მისაღებად, 220 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვა მოგვიწევს.
მხოლოდ ამ თვითმფრინავებისთვის საპარკინგე სივრცის გამოსაყოფად, ქვეყანამ დაახლოებით 19 წლის განმავლობაში, ბიუჯეტის 100% მხოლოდ აეროპორტების შენებას უნდა დაუთმოს.
დღესვე თუ დავიწყებთ ემიგრანტი ამომრჩევლებისთვის აეროპორტების შენებას, 2044 წლისთვის მოვასწრებთ.

მაგრამ მოდი დავუშვათ, რომ აეროპორტებს არ ავაშენებთ (ფულის დაზოგვა გვინდა) და როგორმე გავაწურინებთ თბილისის აეროპორტს 2 დღით.
პასპორტ კონტროლზე მესაზღვრეებს დაახლოებით ალბათ 240 მგზავრის გატარება შეუძლიათ (ისიც, სუსის ბაზაში გადამოწმება თუ არ სჭირდებათ, იქნებ აქციაზე იდგა?!). საათში მესაზღვრებს სტანდარტულზე 77-ჯერ მეტის, 18,419 მგზავრის მიღება მოუწევთ.
პასპორტის კონტროლის რიგში, დიასპორის პირველი ნაკადის შემდეგ, 18,179 ადამიანი იდგება.
ეს რიცხვი საათში ერთხელ 240-ით შემცირდება, მაგრამ დაემატება ახალი მგზავრების ნაკადი – საათში 18,179 ახალი მგზავრი.
ჯამში, მგზავრებს პასპორტის რიგში დაახლოებით 31.6 დღით დგომა მოუწევთ.

დავუშვათ, რომ პასპორტის რიგში მდგომი დიასპორის 60%-ს ტუალეტით სარგებლობა მოუწია.
თბილისის აეროპორტში (ჩემი მახსოვრობით), ალბათ ჰა-ჰა 20 მუშა უნიტაზია კარგ დღეებში.
თუ თითო ადამიანს ტუალეტში შესასვლელად 5 წუთი სჭირდება, თითო უნიტაზი საათში 12 ადამიანს მოემსახურება. 20 უნიტაზზე – 240 ადამიანი საათში.
მხოლოდ ორ საათში, მხოლოდ ტუალეტის რიგში 21,622 ადამიანი იდგება.
თუ თითო ადამიანი რიგში 0.5 მეტრ ადგილს დაიკავებს, ტუალეტის რიგი თბილისის აეროპორტში 2 საათში 10.8 კილომეტრი სიგრძის იქნება.
3 საათში ტუალეტის რიგი პარლამენტს მიაღწევს
4 საათში – მცხეთას
39 საათში – სოხუმში ჩავალთ.

კარგი, ავაშენეთ აეროპორტები, ჯანდაბას – არ ვიცი როგორ, ჩინელებმა გვაჩუქეს შეიძლება, რომ არჩევნები სამართლიანად ჩაგვეტარებინა – ეგეთი კარგი ხალხია ზოგადად, გჩუქნიან რაღაცებს და არაფერს ითხოვენ უკან. God bless China, თუ ირანი, არ ვიცი, სტრატეგიულ პარტნიორებში ავირიე უკვე.
რუსეთის შემდეგ, ისევ, არაოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი ქართველი საბერძნეთში ცხოვრობს. საბერძნეთი-საქართველოს round-trip ბილეთი თურქიშით 972 ლარი ღირს.
ჩავთვალოთ, რომ ყველას დაახლოებით ამდენის დახარჯვა მოუწევს (სინამდვილეში, გაცილებით უფრო ძვირი გახდება).
მხოლოდ ბილეთებში დიასპორას 859 მილიონ 345 ათასი ლარის დახარჯვა მოუწევს, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ბიუჯეტზე 11-ჯერ მეტია (2020 იმიტომ, რომ 2024 ძვირი დაგვიჯდა, ვერავინ-გაიგებს-ვის-მიეცი-ხმა შანსი-არაა-გააყალბონ აპარატები ვიყიდეთ).
859 მილიონი ლარი თითქმის იგივეა, რაც საზღვარგარეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 1 თვის ჯამური მაჩვენებელი.
ანუ ემიგრაციაში წასულმა ხალხმა ის ფული, რასაც ყოველთვიურად რიცხავენ საქართველოში, მთლიანად ბილეთების შეძენას უნდა მოახმაროს.
ემიგრაციაში წასული დედების დიდ ბავშვებს 1 თვე ანაკომის ჭამა მოგიწევთ, ბოდიში.

მაგრამ ქვეყანა თუ გიყვარს, აკაცუკი არ ხარ და არჩევნებში მონაწილეობა გინდა, 859 მილიონი ლარის დახარჯვა რაღა გახდა?” – წერს გიორგი ლუბარეცკი.

სიახლეები

საია- ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა დაუშვებელია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ივანიშვილის რეჟიმის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს...

ხობის მუნიციპალიტეტში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა  შემთხვევა სოფელ ჭალადიდში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული უცხო...

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი ემიგრანტების საარჩევნო ხმასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. მეუფე საბა სოციალურ ქსელში...

ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება

2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის...