მთავარისიახლეებისაზოგადოებაელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ 28 ნოემბერი საზოგადოებრივი ერთიანობისა და ერთწლიანი პროტესტის კულმინაცია...

ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ 28 ნოემბერი საზოგადოებრივი ერთიანობისა და ერთწლიანი პროტესტის კულმინაცია იქნება

Published on

ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ 28 ნოემბერი საზოგადოებრივი ერთიანობისა და ერთწლიანი პროტესტის კულმინაცია იქნება, სადაც გამოჩნდება, რომ მიმდინარე წელი ხალხის ბრძოლას, სინდისის პატიმრების თავდადებასა და მოქალაქეების შეუპოვრობას ეკუთვნის. ამის შესახებ “დროას” ლიდერი საპატიმროდან გამოგზანილ წერილში წერს.

პოლიტიკოსის შეფასებით, მიუხედავად რეპრესიებისა, ქვეყნის მიმართულებას საბოლოოდ საზოგადოება განსაზღვრავს, და გამარჯვების შანსიც მხოლოდ იმ ძალისხმევაზეა დამოკიდებული, რომელსაც ხალხი საერთო ბრძოლაში ჩადებს.

დიდი ენერგიისა და ძალის მომცემი იყო გუშინ მოქალაქეების, აქტივისტების, პოლიტპატიმრების ოჯახების, პოლიტიკოსების, სხვადასხვა ასაკის მრავალფეროვანი ჯგუფის ერთიანი განცხადება პროტესტის 1 წლის თავზე, ახალი შემართებით ბრძოლაზე.
28-ში ჩვენ ვანახებთ, რომ ეს წელი ეკუთვნის ხალხის ბრძოლას, სინდისის პატიმრების თავდადებას, მოქალაქეების თავგანწირვას! პოლიტიკოსების გაუტეხლობას და მთლიანად მთელი საზოგადოების არჩევანს – არ დავთმოთ თავისუფლება!
მიუხედავად ძალადობისა თუ რეპრესიებისა, საქართველოს გეზს განსაზღვრავს ხალხი და არა ისტორიული ანომალია “ოცნების” სახით. ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში.
28 ნოემბერს, 19 საათზე.
ბოლომდე!
რუსთავის ქალთა ციხე
14/11/2025

სიახლეები

შსს- თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია ყაზახეთის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს და ნარკოდანაშაულის ბრალდებით ყაზახეთის ორი მოქალაქე...

EP-უკრაინა ევროკავშირის სასესხო პაკეტიდან პირველ €3.2 მილიარდს 25-26 ივნისს მიიღებს

Европейская правда ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინა ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველ €3.2...

Procter & Gamble-მა სანქცირებულ TV იმედთან თანამშრომლობა შეწყვიტა – მედია

Procter & Gamble-მა კრემლის პროპაგანდისტულ არხთან ურთიერთობა შეწყვიტა – ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა City...

საქართველოში 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორნიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი რაჭაში, ამბროლაურიდან...