მთავარისიახლეებიღარიბაშვილმა გირაოს უზრუნველყოფისთვის მოსაშვილზე მდებარე ბინა ჩადო

ღარიბაშვილმა გირაოს უზრუნველყოფისთვის მოსაშვილზე მდებარე ბინა ჩადო

Published on

ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მისთვის შეფარდებული მილიონლარიანი გირაოს უზრუნველყოფისთვის თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინა ჩადო, რომელშიც ის ცხოვრობს. ამის შესახებ ღარიბაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს.

“ირაკლი ღარიბაშვილის სახლს ყადაღა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით დაედო […] მე, როგორც ადვოკატმა, სასამართლოს შუამდგომლობით მივმართე, რომ იმ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისთვის, რაც ბატონ ირაკლის შეეფარდა, უძრავი ქონებით ჩანაცვლებულიყო, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. ყადაღა მხოლოდ ამ ბინას დაედო”. – თქვა ღარიბაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა TV პირველთან სატელეფონო საუბარში.

TV პირველთან ღარიბაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა, ლილი გელაშვილმაც ისაუბრა.

“ნამდვილად ჩადო სახლი, რომელშიც ცხოვრობს. ეს სახლი მილიონზე მეტად არის შეფასებული, გადააჭარბა. მხოლოდ ეს ბინა ჩადო, სხვა სახითა და ფორმით რაიმე დაყადაღება არ მომხდარა”. – თქვა ლილი გელაშვილმა.

ადვოკატების თქმით, ამ ეტაპზე, საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს.

24 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გირაოს გარდა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ღარიბაშვილს პასპორტი ჩამოართვეს და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა დაუწესეს.

ექსპრემიერს პროკურატურამ ბრალდება 24 სექტემბერს წარუდგინა. უწყების ცნობით, ღარიბაშვილი ბრალდებას ეთანხმება.

ივანიშვილის გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ღარიბაშვილი “ფარულად და შენიღბულად, აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს” და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკების ჩატარების შედეგად ამოიღეს ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.

ივანიშვილის გენერალური პროკურორის თქმით, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკები 17 ოქტომბერს ჩატარდა.

რამდენიმე დღეში დააკავეს სუს-ის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე. 23 ოქტომბერს კი დააკავეს ასევე ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, მისი ნათესავი ანდრია ლილუაშვილი.

სიახლეები

ევროკავშირში “ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტაბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო

ევროკავშირში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო. ინფორმაციას ბრიუსელი ადასტურებს. ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის...

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ...

პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“...

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა- მარკ რუტე

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა, მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ ახლა, ხვალ და...