მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს

მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს

Published on

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, 2022 წლის 12 მაისს გადაყვანილ იქნა კლინიკა ვივამედში, სადაც ის ამ დრომდე იმყოფებოდა და მიეწოდებოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოდან პაციენტის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება ხორციელდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მკურნალი ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე.

ვინაიდან, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა, ის გამოწერილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკიდან და დაბრუნდა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას“, – აცხადებს უწყება.

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ის მუნიციპალური არჩევნების წინ უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. იმ დროისთვის მის წინააღმდეგ 4 საქმე იყო აღძრული, საიდანაც ორზე უკვე გამამტყუნებელი განაჩენი იყო გამოტანილი. ციხეში ყოფნისას საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ, ის კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფებოდა.

მიხეილ სააკაშვილს ამ დროისთვის განხილულ საქმეებზე გამოტანილი განაჩენების მიხედვით, 12.5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...