მთავარისიახლეებიკონფლიქტებივაგრძელებთ მოქმედებას აქტიური თავდაცვის პრინციპით - ოლექსანდრ სირსკი

ვაგრძელებთ მოქმედებას აქტიური თავდაცვის პრინციპით – ოლექსანდრ სირსკი

Published on

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ სხვადასხვა ფრონტზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინის არმია მოქმედებს აქტიური თავდაცვის პრინციპით:
„უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ მოქმედებას აქტიური თავდაცვის პრინციპით. მტრის რაოდენობრივი უპირატესობის პირობებში, ჩვენი დანაყოფები უმეტეს მიმართულებაზე იგერიებენ შეტევებს და ახორციელებენ საძიებო-საბრძოლო მოქმედებებს, განსაკუთრებით, კუპიანსკისა და სევერსკის რაიონებში.
ამჟამად მოწინააღმდეგე ყველაზე აქტიურია პოკროვსკის მიმართულებით. დღეს დაახლოებით 40 პროცენტი ბრძოლებისა სწორედ ამ მონაკვეთზე მოდიოდა. მტერი იქ სტაბილურად განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგებს…. მნიშვნელოვნად გაუარესდა მდგომარეობა ალექსანდროვსკისა და გულიაიპოლის მიმართულებებზე, სადაც მტერმა, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის რაოდენობრივი უპირატესობით, სასტიკი ბრძოლების შედეგად წინ წაიწია და სამი დასახლებული პუნქტი დაიკავა.
სამხრეთის სამხედრო დაჯგუფების მებრძოლები სასტიკ ბრძოლას აწარმოებენ როვნოპოლიესა და იაბლოკოვოსთვის. ხორციელდება შესაბამისი მხარდაჭერის ზომები, რათა აგრესორს კომბინირებული ცეცხლით მიაყენონ მნიშვნელოვანი დანაკარგები”, –  ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალი ოლექსანდრ სირსკი.

სიახლეები

ავიაკატასტროფის ადგილზე 18 სამხედროს ცხედარია ნაპოვნი

სიღნაღში ავიაკატასტროფის ადგილზე 18 სამხედრო პირის ცხედარია ნაპოვნი. განცხადება ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა...

სანამ ანტიკორუფციული ბიურო იარსებებს, ხელმძღვანელი მე ვიქნები – რაჟდენ კუპრაშვილი

ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, რომ სანამ აღნიშნული ბიურო იარსებებს, ხელმძღვანელი თავად იქნება...

უკრაინაზე სწრაფი და საბოლოო გამარჯვება ვერ ხერხდება – რუსი პროპაგანდისტი პრილეპინი

კრემლისტი პროპაგანდისტი და ომის ერთერთი იდეოლოგი ზახარ პრილეპინი ამბობს, რომ უკრაინაზე სწრაფი გამარჯვება ვერ...

თურქეთის C-130-ი ასაფეთქებელი მასალა ან მოწყობილობა არ ყოფილა – APA

თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავში C-130, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში დაბრუნებისას საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ასაფეთქებელი ნივთიერებები, ან...